მაურისიო პოჩეტინო: შეიძლება მოგებასაც ვიმსახურებდით "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]

AutoSharing Option
დევიდ მოეისის "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთხელ დაუცდა ფეხი - ინგლისის ჩემპიონმა შინ ვერ შეძლო "საუთჰემპტონის" დამარცხება - 1:1.

26-ე წუთზე უეინ რუნი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მას ვერ აჯობა, შემდეგ კი დამატებაზე რობინ ვან პერსიმ იყოჩაღა.

საპასუხო გოლი 89-ე წუთზე გავიდა კუთხურის შემდეგ არეულობით დეიან ლოვრენმა ისარგებლა.

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "აშკარად მოსამატებელი აქვს გუნდს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება".

მაურისო პოჩეტინო (საუთჰემპტონი): "ვულოცავ ბიჭებს, მათ დაიმსახურეს ეს ქულა. შეიძლება მოგებასაც ვიმსახურებდით.

ვიცოდით, რა კარგი გუნდია "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ "ოლდ ტრეფორდზე"
სათამაშოდ მოსაგებად გამოვედით"
.

"იუნაიტედს" 8 ტურის მერე მხოლოდ 11 ქულა აქვს, "საუთჰემპტონს" კი - 15.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული