თეო უოლკოტი ორი კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა თეო უოლკოტმა ვარჯიშის დროს მუცლის ტრავმა მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ფეხბურთელს მწყობრში ჩასადგომად ორი კვირა დასჭირდება.

"მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში გუნდს უოლკოტის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ასევე, ფეხბურთელი "კრისტალ პალასსა" და "ჩელსისთან" შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

უოლკოტმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ინგლისის ჩემპიონატში და 3 ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული