შუა კვირაში მეტოქეებმა სტუმრად ჩაატარეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები და თანაც ორივე გამარჯვებული დარჩა. ლონდონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბევრად უფრო შთამბეჭდავად ითამაშეს.
წინა უქმეებამდე საფეხბურთო ექსპერტები "ჩელსის" თავდამსხმელთა არაეფექტურობაზე ლაპარაკობდნენ, რადგან არცერთ მათგანს გოლი არ ჰქონდა გატანილი. ეს უცნაური სერია "კარდიფთან" ეტოომ შეწყვიტა, "შალკესთან" კი ფერნანდო ტორესმა გაიბრწყინა.
"ჩელსის" წაუგებელი საშინაო სერია იანვრიდან დაიწყო. მას მერე
"სიტი" გასვლით შეხვედრებში დიდი ხანია, ვერ ბრწყინავს. ტენდენცია პელეგრინის მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა. "ქალაქელებმა" წინა ტურში "ვესტ ჰემს" 3:1 სძლიეს, თუმცა იქამდე სტუმრად გამართული 15 შეხვედრიდან 6-ჯერ დამარცხდნენ.
ურთიერთდაპირისპირებებში "სიტი" ბოლო წლებში უკეთ გამოიყურება. პელეგრინის გუნდს 5 შეხვედრაა, არ წაუგია, უკანასკნელ ორში კი სულაც იმარჯვა.
მოურინიო და პელეგრინი ესპანეთში 2011/13 წლებში 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც პორტუგალიელმა 5-ჯერ მოიგო, ერთხელ კი ფრედ ითამაშა.
დერბი სტატუსს არ კარგავს
ლონდონში პროფესიული სტატუსის მქონე ათეულობით საფეხბურთო კლუბია, რომელთაგან ექვსი პრემიელიგაში თამაშობს. შესაბამისად, დედაქალაქური დერბი ინგლისის უმაღლეს ლიგაში იშვიათი ხილი არ არის.
"არსენალი"-"კრისტალ პალასი" ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, თუმცა ამით ის თავის სტატუსს არ კარგავს.
"არსენალს" ჩემპიონთა ლიგაში "დორტმუნდთან" წაგების შემდეგ რეპუტაცია აქვს აღსადგენი. "პალასი" სწორედ ის გუნდია, ვისთანაც ამის გაკეთება ალბათ ყველაზე იოლია.
სხვა თუ არაფერი, იან ჰოლოვეის გადადგომის შემდეგ გუნდი დროებით მწვრთნელს ჰყავს ჩაბარებული. ჰოლოვეის შემცვლელს კი კლუბი ჯერ კიდევ ეძებს. "მეთოფეები" თანაქალაქელთან, თუნდაც სტუმრად, აშკარა ფავორიტები არიან. არსენ ვენგერის ბიჭები გასვლით შეხვედრებს არ უფრთხიან. ამას სტატისტიკაც მოწმობს:
9 თამაშიდან 8-ჯერ იმარჯვეს. მართალია, გუნდს მშრალად კარის შენახვა უჭირს, თუმცა ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია. "არწივები" კი სეზონის დაწყების შემდეგ დაბალ სიმაღლეებზე ფრენენ, რადგან... მეტის პოტენციალი არ გააჩნიათ.
ჯობს კიდევ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება: "არსენალს" გოლების უმეტესობა მეორე ტაიმში გააქვს (13-დან 9), "პალასი" კი უშვებს (17-დან 11).
სტატისტიკა რომ რამეს წყვეტდეს...
დიახ, სტატისტიკა ერთია და მეორეა დღევანდელობა. "იუნაიტედს" ამ მხრივ წინა ტურშიც "ხელსაყრელი" სტუმარი ჰყავდა "ოლდ ტრეფორდზე", თუმცა "საუთჰემპტონმა" ქულა მაინც წაიღო, ხოლო ცოტა კიდევ რომ გამართლებოდა, მეტსაც დაიმსახურებდა.
და მაინც, "სტოკს" "ეშმაკებთან" უკანასკნელი 11-დან 10 შეხვედრა აქვს წაგებული.
დევიდ მოიესმა და კომპანიამ ბოლოს და ბოლოს უნდა დაასრულოს დაწყევლილი სერია და საკუთარ გულშემატკივარს გამარჯვება აჩუქოს. "იუნაიტედმა" ჩემპიონატში შინ 4-დან მხოლოდ ერთხელ იმარჯვა და ისიც წყალწაღებულ "კრისტალ პალასთან".
"მეთიხეები" შეტევაში თამაშით სახელგანთქმულები არასოდეს ყოფილან, თუმცა მათი მტკიცე დაცვა ცნობილი იყო. გუნდს შესაძლოა რაიან შოუკროსი გამოაკლდეს, მარტო რობერტ ჰუთს კი უეინ რუნისთან გამკლავება, წესით, უნდა გაუჭირდეს.
"ლივერპულმა" უნდა დაამტკიცოს
საფეხბურთო ექსპერტები "ლივერპულისგან" სულ იმის მოლოდინში არიან, რომ გუნდი დაამუხრუჭებს. "საუთჰემპტონთან" წაგება თითქოს ამის ნიშანი იყო, მაგრამ არა.
მას მერე ბრენდან როჯერსის გუნდმა მიყოლებით ორ შეხვედრაში იმარჯვა, "ნიუკასლთან" კი სტუმრად ფრედ დაასრულა.
"წითლებმა" განსაკუთრებული მოტივაციით უნდა ითამაშონ, რადგან სტივ კლარკმა ყოფილი გუნდი ("ენფილდზე" ის 2011/12 სეზონში მუშაობდა) ზედიზედ სამჯერ მშრალად დაამარცხა და აქედან ორჯერ სწორედ მისი ხელმძღვანელობით.
ამჯერად მსგავსი "ინციდენტი" აღარ უნდა განმეორდეს.
ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური
26 ოქტომბერი
პალასი-არსენალი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკარტი, მარი, უილიამსი, ჰანტი - პოდოლსკი, უილშირი, უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო, დიაბი, ზელალემი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +2=8-16 (22-57)
ასტონ ვილა-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოკორე, ოლბრაიტონი, გარდნერი, ნზოგბია - ლუკაკუ, ბარკლი, სტოუნსი, ველიოსი, კენედი, მაკალენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 171 თამაში: +64=49-58 (263-249)
ლივერპული-ვესტ ბრომ. 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ენრიკე, ასპასი, კოუტინიო, კოატესი - ტორნი, რუფი, ნაბი, გეილი, დენიელსი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 109 თამაში: +50=30-29 (164-122)
იუნაიტედი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერდინანდი, ვიდიჩი, კლევერლი, ფლეტჩერი - შოუკროსი, კემერონი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +32=21-15 (114-71)
ნორვიჩი-კარდიფი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან ვოლფსვინკელი, ბენეტი - კორნელიუსი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +6=2-4 (17-13)
საუთჰემპტონი-ფულჰემი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დევისი - ჰანგელანდი, ბრიგსი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=7-4 (23-24)
27 ოქტომბერი.
ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 20:00
ჩელსი-სიტი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოული, ვან გინკელი, კალაში - დემიკელისი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 132 თამაში: +52=36-44 (195-176)
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბერტრანი, ტერი, ლუისი, ივანოვიჩი - ლამპარდი, რამირესი - აზარი, ოსკარი, მატა - ტორესი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ი. ტურე, ფერნანდინიო - დ. სილვა, ნასრი, აგუერო - ნეგრედო
სანდერლენდი-ნიუკასლი 17:30
დისკვალიფიკაცია: - მაპუ იანგა-მბივა
ტრავმა: ბრაუნი - კოლოჩინი, რ. ტეილორი, ს. ტეილორი, ხონასი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 114 თამაში: +35=35-44 (171-185)
სუონსი-ვესტ ჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილიამსი, დევისი - კეროლი, დიარა, კოლინსი, დემელი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=1-4 (7-11)
ტოტენჰემი-ჰალი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როუზი, კაბული, კაპუ - მაკგრეგორი, ჩესტერი, გრემი, კორენი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1 (10-3)
ბომბარდირები: 7 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 5 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), აარონ რემსი (ორივე არსენალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"