ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური: გოლი კარიდან კარში [VIDEO]

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "არსენალმა" სამჯერ წააგო და სამჯერვე საკუთარ მოედანზე. "მეთოფეებისთვის" "ემირეიტსზე" "ლივერპულთან" შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ჩრდილოლონდონელებმა გამოცდა ღირსეულად ჩააბარეს და მეორეადგილოსანთან სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდეს. უქმეებზე აღსანიშნავი კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაგალითად, მოგება სეზონის სარეკორდო სხვაობით და მეკარის სარეკორდოდ სწრაფი გოლი.

გამოცდა "ემირეიტსზე"
უმთავრესი, რისი წყალობითაც "არსენალმა" "ლივერპულის" დამარცხება შეძლო, მოედნის ცენტრში მოპოვებული უპირატესობა იყო. მნიშვნელოვანი როლი ამ მხრივ რემსიმ და არტეტამ ითამაშეს. იოზილი მხოლოდ მომენტებში ჩნდებოდა, საერთო ჯამში კი, პასიურად გამოიყურებოდა.

სტუმართაგან საკუთარ თავზე თამაშის აღება ვერავინ შეძლო.
ასე რომ, "წითლების" შეტევები შედარებით დაბალ ტემპში ვითარდებოდა, რაც შჩესნის სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნიდა.

როსიცკიმ პირველი მომენტი შეხვედრის დებიუტშივე გაანიავა. ვეტერან ჩეხს მინიოლემ დარტყმა ახლო მანძილიდან აუღო. "ლივერპულმა" სწორედ ამის მერე შექმნა პირველ ტაიმში თავისი ერთადერთი ღირებული საგოლე სიტუაცია. ჰენდერსონს კონტრშეტევაზე დიდი სივრცე მიეცა, მაგრამ ბოლო მომენტში მას სანიამ დარტყმაში ხელი შეუშალა და შჩესნიმ ბურთი იოლად დაიჭირა.

მე-19 წუთზე კასორლამ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ესპანელმა ჯერ თავით დასცხო, ხარიხადან ასხლეტილს კი პირველმა მიუსწრო და ანგარიში გახსნა. სცენარი მეორე ტაიმში უმნიშვნელოდ შეიცვალა, რადგან "ლივერპულმა" ბურთი ოდნავ უკეთ დაიჭირა. რემსის შორეულ, ეფექტურ გოლს მერსისაიდელებმა მხოლოდ ერთხელ უპასუხეს ხიფათით. სუარესმა სტარიჯისთვის პასი დაინანა, არადა, ეს უკანასკნელი იდეალურ პოზიციაში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აგუეროს ხუთში შვიდი
"მანჩესტერ სიტიმ" "ნორვიჩისგან" თამაშის ბოლოს ნაცარტუტაღა დატოვა. "ქალაქელებს" წინა ტურში "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია სურდათ და მათ ეს მოახერხეს კიდეც. რადის კარში ყველანაირი გემოვნების გოლი გავიდა:

ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით, კომბინაციური, დამატებაზე, თავური, საჯარიმო და ავტოგოლიც კი. შეუძლებელი იყო, თვალში არ მოგვხვედროდა, რომ ტურეს სტანდარტულის გარდა, ექვსივე გოლი საჯარიმო მოედნიდან გავიდა.

მასპინძლები რიგ მომენტებში კარის სიახლოვეს იმდენნი იყრიდნენ თავს, რომ ბურთს ვერ იყოფდნენ და ერთმანეთს დარტყმაში უშლიდნენ ხელს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ "სიტის" სრული კონცენტრაციის შემთხვევაში ანგარიში ორნიშნაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო. განსაკუთრებით აქტიურობდა აგუერო, ვინც პრემიერლიგის უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში მეშვიდე გოლი გაიტანა და ამას გარდა, "იადონებთან" ორი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
კეთილშობილი რემი
ლიგის თასის მატჩების შემდეგ "ნიუკასლს" "ჩელსიზე" 24 საათით ნაკლები ჰქონდა დასასვენებლად, მაგრამ "სენტ ჯეიმს პარკზე" ის უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა. მოურინიომ შემადგენლობა ამჯერადაც სერიოზულად გადაახალისა, რის უფლებასაც პარდიუ საკუთარ თავს ვერ მისცემდა.

განსაკუთრებით სუსტად ითამაშეს სტუმართა შემტევებმა, რომელთაც ტიმ კრული, პრაქტიკულად, არ შეუწუხებიათ.

პირველ ტაიმში "ჩელსის" სამი მომენტი ჰქონდა (ორი ერთ შეტევაში) და სამჯერვე თავის გამოჩენა მცველებს - ტერის, ივანოვიჩსა და ლუისს შეეძლოთ. უმთავრესი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: საჯარიმოდან კაბაიმ გუფრანი მოძებნა. ბურთის ჩაჭრა ლემპარდს შეეძლო, ივანოვიჩს კი უკეთესი პოზიციის დაკავება მართებდა, მაგრამ სტუმრებმა ფრანგულ კომბინაციას ალღო ვერ აუღეს. ჩეხს ახლო მანძილიდან დარტყმულ თავურზე შანსი არ ჰქონდა.

"ჩელსი" ამის მერე გააქტიურდა. ეტო'ო წაქცეული მეტოქის მიერ ხელით თამაშისთვის პენალტს ითხოვდა, თუმცა ამაოდ. თამაშს წერტილი რემიმ ახლო მანძილიდან დაუსვა, ვინც ტერის სულ რამდენიმე წამით დაუსხლტა ხელიდან. გახარებული ფრანგი მოედნის კიდესთან ეტლში მჯდარ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთან მიიჭრა და მაისურა აჩუქა.

არბიტრმა ლი მეისონმა კეთილშობილური ჟესტი არაფრად ჩააგდო და ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ბედნიერი ბიჭუნას ღიმილი ამ "მსხვერპლად" ნამდვილად ღირდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
რიტერის დაუსჯელი უხეშობა
იმის მიუხედავად, რომ 22-ე წუთზე "იუნაიტედი" 3:0-ს იგებდა, ვერ ვიტყვით, რომ "ფულჰემი" წასაგებად განწირულს ჰგავდა. ჯერ კიდევ ანგარიშის გახსნამდე და მას მერეც, მასპინძელი მომენტებს დე ხეას კართან რეგულარულად ქმნიდა.

კარში პირველად ფატიმ კასამიმ დაარტყმა. "ეშმაკებმა" პირველი სამი ცდიდან ამდენივე გაიტანეს, რაც თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ალოგიკური იყო. სტუმრებმა ერთიმეორეზე მარტივი კომბინაციებით დააგვირგვინეს შეტევები. დიდი ანგარიშით წინ გაჭრის შემდეგ დევიდ მოიესმა ჩათვალა, რომ საქმე გაკეთებული იყო და შესვენებაზე სამივე შეცვლა გამოიყენა, რაც შეტევების სიმწვავეზე აისახა კიდეც.

მეორე ტაიმში კაჩანიკლიჩმა რუნის რიკოშეტის წყალობით სხვაობა შეამცირა. უნდა აღვნიშნოთ ლი პრობერტის უხეში შეცდომა, ვინც მეორე ტაიმში რიტერი პირდაპირ წითელი ბარათით არ გაისტუმრა მოედნიდან. გავეშებულმა გერმანელმა წაქცეულ იანუზაის საჯდომზე ჯერ ფეხი მისცხო, მერე კოჭზე დააბიჯა, რასაც მწირე გაწევ-გამოწევა მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბედშავი და უხეში "სანდერლენდი"
"სანდერლენდს" საოცრად არ უმართლებს. ვერ გეტყვით, რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ "შავმა კატებმა" საკუთარ კარში უკვე 3 გოლი გაიტანეს, ზუსტად იმდენი, რამდენიც დანარჩენმა 19 გუნდმა ერთად. თანაც, დანავსული სერია გუსტავო პოიეტის დანიშვნის შემდეგ დაიწყო. კარიერაში მე-7 წითელი ბარათი მიიღო ლი კატერმოულმა, ვინც ამას ალალად იმსახურებდა.

ანდრე მარინერმა მის გზას ანდრეა დოსენაც მალე გაუყენა, იტალიელმაც არანაკლებ უხეშად ითამაშა. 9-კაციანმა "სანდერლენდმა" მეორე ტაიმში მაქსიმუმი გააკეთა და ანგარიში შეინარჩუნა.

იშვიათი შემთხვევა მოხდა სტოკში, სადაც მეკარემ გაიტანა და თანაც, მე-13 წამზე. ასმირ ბეგოვიჩი მიმდინარე სეზონში უსწრაფესი გოლის ავტორი გახდა (!). არადა, ბოსნიელი ბურთს, უბრალოდ, იგერიებდა. მას ხელი შეუწყო არტურ ბორუცის შეცდომამ. პოლონელი ძალიან წინ იყო გამოსული.

"სტოკს" მეორე გოლი მე-9 წუთზე უნდა გაეტანა, თუმცა შოუკროსმა ბურთს ფეხი ააცილა. სტუმართაგან ეფექტური თავურით ჯეი როდრიგესმა გაათანაბრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური
ნიუკასლი-ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 გუფრანი (68), 2:0 რემი (89)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, იანგა-მბივა, სანტონი - ტიოტე (53. ანიტა), კაბაი, გუფრანი (85. ობერტანი), სისოკო - შ. ამეობი (62. სისე), რემი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ლემპარდი (70. შიურლე) - აზარი, ოსკარი, მატა (62. ვილიანი) - ტორესი (62. ეტოო)
გაფრთხილება: სისოკო, რემი - ლუისი, რამირესი
კარში დარტყმა: 23-15 (8-2) კუთხური: 3-8 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 51 674

ფულჰემი-იუნაიტედი 1:3
გოლები: 0:1 ვალენსია (9), 0:2 ვან პერსი (20), 0:3 რუნი (22), 1:3 კაჩანიკლიჩი (65)
ფულჰემი (4-4-1-1): სტეკელენბურგი - რიტერი, სენდეროსი, ამორებიეტა, რიჩარდსონი - სიდუელი, პარკერი (83. ბენტი), კასამი, დეჟაგა (61. კაჩანიკლიჩი) - რუისი (74. ტაარაბტი) - ბერბატოვი
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი (46. სმოლინგი), ევანსი (46. ფელაინი), ვიდიჩი, ევრა - ფ. ჯონსი, კლევერლი (46. კაგავა) - ვალენსია, რუნი, იანუზაი - ვან პერსი
გაფრთხილება: დეჟაგა, ამორებიეტა - ვალენსია
კარში დარტყმა: 21-14 (6-4) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 6-12 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 25 700

ჰალი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 კუელიარი (25-ს.კ-ში)
ჰალი (4-4-1-1): ჰარპერი - როსენიორი (70. პროშვიტცი), დევისი, მაკშეინი, ფიგეროა - ლივერმორი, ჰადლსტოუნი, ბოიდი (76. ბრეიდი), ელმოჰამადი - მეილერი (57. კორენი) - საგბო
სანდერლენდი (4-3-3): ვესტვუდი (43. მანონე) - ბერდსლი, ოში, კუელიარი, დოსენა - კატერმოული, ლარსონი, კოლბეკი - ალტიდორი (46. ე. ჯონსონი), ფლეტჩერი, ბორინი (46. ბრაუნი)
გაფრთხილება: ბრეიდი, ფიგეროა -
გაძევება: კატერმოული (45+2), დოსენა (45+6)
კარში დარტყმა: 27-10 (2-1) კუთხური: 4-2 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 16-11 ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 24 677

სიტი-ნორვიჩი 7:0
გოლები: 1:0 ბ. ჯონსონი (16-ს.კ-ში), 2:0 დ. სილვა (20), 3:0 ნასტასიჩი (25), 4:0 ნეგრედო (36), 5:0 ი. ტურე (60), 6:0 აგუერო (71), 7:0 ჯეკო (86)
სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი - საბალეტა, დემიჩელისი, ნასტასიჩი, კლიში - ი. ტურე, ფერნანდინიო - დ. სილვა (73. ნავასი), ნასრი (71. მილნერი), აგუერო - ნეგრედო (46. ჯეკო)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - მარტინი, ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ჰაუსონი, ჯონსონი - უიტეიკერი (46. მერფი), ფერი, პილკინგტონი - ჰუპერი (46. ელმანდერი)
გაფრთხილება: საბალეტა - ტერნერი
კარში დარტყმა: 37-8 (10-1) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 6-9 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 47 066

სტოკი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ბეგოვიჩი (1), 1:1 ჯ. როდრიგესი (42)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - ნზონზი, უელანი (46. პალასიოსი) - აირლანდი (65. ასაიდი), უოლტერსი, არნაუტოვიჩი - კრაუჩი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვანიამა, შნაიდერლინი - ვორდ-პრაუსი, ლალანა, ჯ. როდროგესი (69. გ. რამირესი) - ლამბერტი
გაფრთხილება: უოლტერსი, ჰუთი, კემერონი - ლოვრენი
კარში დარტყმა: 12-12 (3-2) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 13-13 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 26 053

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 2:0
გოლები: 1:0 ბერაინო (44), 2:0 მაკაული (83)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ჯონსი (31. ბერაინო), მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, ბრანტი - სესინიონი (86. ვიდრა), მორისონი (73. იაკობი), ამალფიტანო - ლონგი
კრისტალ პალასი (4-2-3-1): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი - დიკგაჩოი (79. გეილი), ჟედინაკი - ბენანი (65. ბოლასი), გედიურა (22. პანჩეონი), ტომასი - შამახი
გაფრთხილება: ტომასი
კარში დარტყმა: 13-16 (4-4) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 397

ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 0:0
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - რაცი (90. დიამე), რიდი, ტომკინსი, დემელი - მორისონი, კოლისონი (63. კ. კოული) - ნოუბლი, დაუნინგი, ნოლანი - ჯარვისი (72. ჯ. კოული)
ასტონ ვილა (3-4-2-1): გუზანი - კლარკი, ბეიკერი, ვლაარი - სილა, ელ აჰმადი, ლოუტონი, ბაკუნა - ვესტვუდი - ვაიმანი (57. კოზაკი), ბენტეკე
გაფრთხილება: ბაკუნა, ლოუტონი
კარში დარტყმა: 21-10 (4-2) კუთხური: 5-1 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 8-15 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 34 977

არსენალი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 კასორლა (19), 2:0 რემსი (59)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი (78. ვერმალენი) - არტეტა, რემსი - კასორლა (84. ჯენკინსონი), იოზილი, როსიცკი (72. მონრეალი) - ჟირუ
ლივერპული (3-1-4-1): მინიოლე - ტურე, შკრტელი, სახო - ლეივა - ჯერარდი, ჰენდერსონი, ფლენაგანი (68. მოზესი), სისოკო (46. კოუტინიო) - სტარიჯი, სუარესი
გაფრთხილება: სანია, ჯენკინსონი - სისოკო
კარში დარტყმა: 19-16 (7-4) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 1-4 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 60 042

ევერტონი-ტოტენჰემი 0:0
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - მაკარტი, ბერი - პიენაარი, ოსმანი (63. ბარკლი), მირალიაში (63. დეულოფეუ) - ლუკაკუ (86. იელავიჩი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, ვერტონგენი - სანდრო (61. დემბელე), პაულინიო - ტაუნსენდი, ჰოლტბი (86. ერიკსენი), ლენონი (69. სიგურდსონი) - სოლდადო
გაფრთხილება: ჰოვარდი, მაკარტი, მირალიაში, ლუკაკუ - პაულინიო
კარში დარტყმა: 9-22 (1-6) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-9 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 38 378

კარდიფი-სუონსი 1:0
გოლი: 1:0 კოლკერი (62)
კარდიფი (4-1-4-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ე. ტეილორი - მედელი (88. კიმი) - ბელამი, უიტინგჰემი, მატჩი (54. გუნარსონი), კოუი - ოდემვინგე (75. კემპბელი)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ნ. ტეილორი - შელვი, ბრიტონი (71. პოსუელო) - დაიერი, რუტლეჯი (81. ვასკესი), დე გუზმანი - მიჩუ (65. ბონი)
გაფრთხილება: უიტინგჰემი -
გაძევება: ვორმი (90)
კარში დარტყმა: 12-13 (3-3) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 3-5 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 27 463

ბომბარდირები: 8 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - ლუის სუარესი (ლივერპული), ლოიკ რემი (ნიუკასლი), აარონ რემსი (არსენალი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
9 ნოემბერი:
ასტონ ვილა-კარდიფი, ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, კრისტალ პალასი-ევერტონი, ლივერპული-ფულჰემი, საუთჰემპტონი-ჰალი, ნორვიჩი-ვესტ ჰემი

10 ნოემბერი:
ტოტენჰემი-ნიუკასლი, სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი, სუონსი-სტოკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული