არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩელსისთან" ლიგის თასზე გამოვარდნის შემდეგ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ დიდი მატჩების მოგება შეგვიძლია. შესაბამისად, "ლივერპულთან" შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მოვიგეთ და რაც შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, დამაჯერებლად ვითამაშეთ.
10 შეხვედრაში 25 ქულა უკვე ძალიან კარგი შედეგია. დასახული მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გველის,
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "წაგება ყოველთვის ცუდია, თუმცა ხანდახან იძულებული ხდები, აღიარო, რომ მეტოქემ, პრაქტიკულად, ყველაფერში გაჯობა. "არსენალი" ჩვენთან შედარებით უკეთ მოძრაობდა და თანაც, კლასიც მეტი აღმოაჩნდა.
ჩვენ შორის სხვაობა 5 ქულაა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან წინ კიდევ დიდი გზა დარჩა გასავლელი. პირველი ათი ტურის შემდეგ გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება. სწორედ ახლა ვამბობ პირველად: ჩემი აზრით, "ლივერპულს" ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. ფეხბურთელებს მეტს ნამდვილად ვერ მოვთხოვ, რადგან ისინი ყოველ შეხვედრაში ისედაც ბოლომდე იხარჯებიან".
ტურის შოკი
ასმირ ბეგოვიჩის გოლმა სტატისტიკოსებს საქმე გაუჩინა. გუშინდელმა "ინდეპენდენტმა" და "მირორმა" ინგლისური ფეხბურთის ის კარის დარაჯები გაიხსენეს, რომელთაც მსგავსი ბედნიერება სწვევიათ ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ სიას გაგაცნობთ:
ჩარლი უილიამსი (მანჩესტერ სიტი) - 1900 წლის აპრილი, "სანდერლენდთან".
პატ ჯენინგსი (ტოტენჰემი) - 1967 წლის აგვისტო, "მანჩესტერ იუნაიტედთან".
პიტერ შილტონი (ლესტერი) - 1967 წლის ოქტომბერი, "საუთჰემპტონთან".
ჯიმი გლასი (სუინდონი) - 1999 წლის მაისი, "კარლაისლთან".
პეტერ შმაიხელი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 1995 წლის სექტემბერი, "როტორთან".
პეტერ შმაიხელი (ასტონ ვილა) - 2001 წლის ოქტომბერი, "ევერტონთან".
მარტ პოომი (სანდერლენდი) - 2003 წლის სექტემბერი, "დერბისთან".
პოლ რობინსონი (ლიდსი) - 2003 წლის სექტემბერი, "სუინდონთან".
პოლ რობინსონი (ტოტენჰემი) - 2007 წლის მარტი, "უოტფორდთან".
ბრედ ფრიდელი (ბლექბერნი) - 2004 წლის თებერვალი, "ჩარლტონთან".
ტიმ ჰოვარდი (ევერტონი) - 2012 წლის იანვარი, "ბოლტონთან".
ტურის ფაქტები
"ნიუკასლმა" საკუთარ მოედანზე "ჩელსი" ზედიზედ მეორედ დაამარცხა.
"ჩელსიმ" "სენტ ჯეიმს პარკზე", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 7-თამაშიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
ლონდონელებმა მე-5 გასვლით მატჩში მე-2 მარცხი იწვნიეს.
პეტრ ჩეხმა პრემიერლიგაში პირველად გაუშვა ერთზე მეტი გოლი.
***
"იუნაიტედმა" "ფულჰემს" ზედიზედ მე-7 დაპირისპირებაში სძლია, აქედან 6-ჯერ - პრემიერლიგაში.
მიმდინარე სეზონში "ეშმაკებმა" პრემიერლიგაში პირველად მოახერხეს ზედიზედ ორჯერ მოგება.
"იუნაიტედის" ანგარიშზე 14 ქულაა, 7-ით ნაკლები, ვიდრე შარშან, ამავე ეტაპზე.
"იუნაიტედის" მხოლოდ 6 ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი, მაშინ, როცა შარშან 10 ტურის შემდეგ 13 გოლის ავტორი ირიცხებოდა.
"ფულჰემმა" "ქრევეინ კოტეჯზე" პრემიერლიგის 5 შეხვედრაში 3-ჯერ წააგო და მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.
***
სეზონში პირველად მოხდა, რომ მსაჯმა ორი ფეხბურთელი გააძევა, თანაც ერთი გუნდიდან. მეტოქეთა უკანასკნელ 7 შეხვედრაში წითელი ბარათი უკვე 6-მა ფეხბურთელმა დაიმსახურა, აქედან ოთხჯერ - სანდერლენდელმა.
"ჰალს" "სანდერლენდთან" ბოლო 6 თამაში ჰქონდა წაგებული, მათ შორის ერთი 2010 წლის აპრილში, რომლის მერეც "ვეფხვები" ჩემპიონშიპში გავარდნენ. "სანდერლენდს" მაშინ "ჰალის" ამჟამინდელი თავკაცი სტივ ბრუსი წვრთნიდა.
"კინგსტონ სტედიუმზე" "ჰალმა" სულ 4 გოლი გაიტანა, თუმცა ეს 3 მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
"სანდერლენდმა" ბოლო 8 შეხვედრაში მე-7 წააგო. მან სულ 22 ბურთი გაუშვა, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
***
"მანჩესტერ სიტიმ" "ნორვიჩს" სრულფასოვანი რევანში აუღო წინა სეზონის ბოლო ტურში "ეტიჰადზე" 3:2 გამარჯვების გამო.
ბოლო 6 შეხვედრაში "ქალაქელებმა" "იადონები" 5-ჯერ დაამარცხეს და აქედან 3-ჯერ დიდი ანგარიშით. სულ ამ 6 მატჩში 37 გოლი გავიდა, აქედან 27 - "ნორვიჩის" კარში.
"ეტიჰადზე" მასპინძელმა ჩემპიონატში უკანასკნელი 10-დან 9 თამაში მოიგო.
პრემიერლიგის უკვე 54 თამაშია, "სიტის" შინ მინიმუმ ერთი გოლი მაინც გააქვს.
სერხიო აგუერომ "სიტიში" პირველად მოახერხა ზედიზედ 5 შეხვედრაში გატანა. არგენტინელმა "ნორვიჩს" მე-4 შეხვედრაში მეხუთედ გაუტანა.
"იადონებმა" უკანასკნელი 15 გასვლითი მატჩიდან 11-ჯერ წააგეს.
***
"სტოკმა" პრემიერლიგაში თავისი მე-200 თამაში გამართა.
"მეთიხეებისთვის" ეს იყო მე-7 მოუგებელი თამაში. ამაზე ცუდი შედეგი პრემიერლიგაში მხოლოდ "კრისტალ პალასს" აქვს.
მარკო არნაუტოვიჩისთვის ეს იყო ზედიზედ მე-19 მოუგებელი თამაში. ასეთი ცუდი სერია ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს. 19-დან მან 12 თამაში "ვერდერში" დააგროვა.
"სტოკის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩმა კარიერაში 198-ე თამაში ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. მის მიერ მე-13 წამზე გატანილი ბურთი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე სწრაფია.
"საუთჰემპტონს" უმაღლეს ლიგაში 10 შეხვედრაში 19 ქულა არასოდეს ჰქონია.
"წმინდანებმა" ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვეს.
4 გაშვებული ბურთი ამ ეტაპზე პრემიერლიგაში საუკეთესო შედეგია.
***
"ვესტ ბრომვიჩმა" მეტოქე უკანასკნელ 6 შეხვედრაში პირველად დაამარცხა.
სტივ კლარკის გუნდისთვის ეს უკანასკნელ 6 შეხვედრაში მე-3 მოგება იყო.
მიმდინარე წლის აპრილიდან მოყოლებული, "ჰაუტონსზე" "ბრომვიჩმა" 8 შეხვედრა ჩაატარა, 2-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა, 4-ჯერ დამარცხდა.
"კრისტალ პალასმა" ზედიზედ მე-7 შეხვედრა წააგო.
***
"აპტონ პარკზე" მეტოქეთა 18 დაპირისპირებიდან ყოველი მეორე ფრედ მთავრდება.
სემ ელერდაისის გუნდს 5 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს, თუმცა 0:0-ით მან შეწყვიტა 3-მატჩიანი წაგებათა სერია საკუთარ არენაზე.
მიმდინარე სეზონში სულ 12 შეხვედრა დასრულდა უგოლოდ და აქედან 4-ში "ვესტ ჰემმა" ითამაშა.
8 გაშვებული ბურთით "ვესტ ჰემი" მე-3-მე-4 ადგილებს იყოფს თანაქალაქელ "ჩელსისთან" ერთად.
მე-5 ტურში "ნორვიჩთან" შეხვედრა იყო ერთადერთი, რომელშიც ბირმინგემელებმა ანგარიში გახსნეს. დანარჩენი 9 მატჩიდან 2-ჯერ 0:0 დასრულდა, 7-ჯერ კი პირველ გოლს აუცილებლად მეტოქე იტანდა.
ეს იყო ზედიზედ მე-4 თამაში, რომელშიც პოლ ლამბერტის გუნდმა გატანა ვერ შეძლო.
***
გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 215-ედ შეხვდნენ. დადებით ბალანსს ჯერაც "ლივერპული" ფლობს.
"არსენალმა" პრინციპული მეტოქე პრემიერლიგის უკანასკნელი 4 შეხვედრიდან მესამედ დაამარცხა.
მოყოლებული 2007/08 წლების სეზონიდან, "მეთოფეებს" "წითლებთან" ჩატარებულ 15 მატჩში 5 მოგება, 9 ფრე და 1 წაგება აქვთ.
"არსენალმა" 10 ტურში მხოლოდ 3-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა, აქედან ორჯერ - ზედიზედ.
"არსენალი" ერთადერთია, რომელსაც პრემიერლიგის არც ერთი შეხვედრა არ დაუსრულებია უგოლოდ.
არსენ ვენგერისთვის ეს იყო უკანასკნელ 9 ტურში მე-8 მოგება, რაც მისთვის ინგლისური კარიერის საუკეთესო შედეგია.
აარონ რემსიმ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
სიმონ მინიოლემ პრემიერლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა, რომელთაგან ყოველ მესამეში ბელგიელი კარს მშრალად ინახავს.
***
"ევერტონს" "ტოტენჰემთან" ბოლო 13 შეხვედრაში 5 მოგება, 6 ფრე და 2 წაგება აქვს.
"ევერტონს" 2007 წლის იანვრის შემდეგ "გუდისონ პარკზე" "დეზებთან" უკვე 7 მატჩია, აღარ წაუგია.
"ევერტონს" მიმდინარე წელს შინ ჩემპიონატის თამაში არ წაუგია. უკანასკნელად ეს 2012 წლის 30 დეკემბერს "ჩელსიმ" მოახერხა.
მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემმა" მე-7 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.
***
ეს იყო უმაღლესი ლიგის ეგიდით მეტოქეთა პირველი თამაში ისტორიაში. მათ შორის ზედიზედ მე-3 თამაში დასრულდა მინიმალური ანგარიშით.
"კარდიფმა" ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
"სუონსი" კრიზისშია. "გედებმა" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 8-დან მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვეს.
X ტურის სიმბოლური ნაკრები
სტატისტიკა X ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
8 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
6 - ლუის სუარესი (ლივერპული), ლოიკ რემი (ნიუკასლი), აარონ რემსი (არსენალი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
საუკეთესო მეპასეები
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მესუთ იოზილი (არსენალი)
გოლი+პასი
12 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 8+4
10 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 8+2, აარონ რემსი (არსენალი) - 6+4
ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური: გოლი კარიდან კარში [VIDEO]