უკვე ვწერდით, რომ "სამი ლომის" შეკრებაზე გამოძახებულთაგან სამხრეთამერიკელებთან ასპარეზობას ვერ შეძლებენ ნახევარმცველები - სტივენ ჯერარდი (33 წლის) და მაიკლ კერიკი (32), თავდამსხმელები - დანიელ სტარიჯი (24) და დენი უელბეკი (22). ამ სიას 14 ნოემბერს მცველი კაილ უოლკერიც (23) დაემატა.
"დეილი მეილის" ცნობით, "ლივერპულის" სამედიცინო პერსონალის თანხმობით, ნაკრების ექიმებმა გუნდის კაპიტანს სპეციალური გამაყუჩებელი საშუალება გაუკეთეს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ 19 ნოემბერს
დეფო რჩება და იბრძვის
ჯერმეინ დეფოს საკმაოდ უცნაური სეზონი აქვს. 31 წლის თავდამსხმელი "ტოტენჰემის" საუკეთესო ბომბარდირია, ოღონდ მას ჩემპიონატში ჯერ ერთხელაც არ გამოუჩენია თავი. 9 ბურთიდან ვეტერანმა 7 ევროპალიგაზე გაიტანა, 2 ლიგის თასზე. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში თამაშის შანსი ნაკლებად ეძლევა, ჯერმეინი აცხადებს, რომ იანვარში "უაით ჰართ ლეინიდან" წასვლას არ გეგმავს. ის იმედოვნებს, რომ როი ჰოჯსონის ნდობას მაინც დაიმსახურებს და ბრაზილიაში წამსვლელ 23 კაცში მოხვდება:
"ბოლო დროს გულშემატკივარი ხშირად ინტერესდება ჩემი სამომავლო გეგმებით. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ უთამაშებლობით იმედგაცრუებული ვარ, მით უფრო, რომ როდესაც ვთამაშობ, რეგულარულად ვიტან. "ტოტენჰემი" ძალიან მიყვარს და წასვლაზე არ ვფიქრობ. ამასთან, ჩემი მიზანი უცვლელია, მომავალ ზაფხულს ნაკრების საბოლოო განაცხადში მოხვედრა უნდა დავიმსახურო".
ორი გამოცდა მცველებისთვის
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ფილ ჯონსის უნივერსალიზმი ოფიციალურ მიზეზად დასახელდა იმისა, თუ რატომ ვერ მოხვდა რიო ფერდინანდი ინგლისის განაცხადში. ნაკრებიდან ჯონ ტერის წასვლის შემდეგ კი "იუნაიტედის" 21 წლის უკანახაზელი გუნდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად არის მიჩნეული.
უახლოეს შეხვედრებს ჯონსი ალბათ ძირითადში დაიწყებს. თამაშებს ის მაქსიმალურად მობილიზებული ხვდება:
"ჩილე ტექნიკურად სრულყოფილი გუნდია, რომელიც შესანიშნავად თამაშობს მოკლე პასებით. ეს მატჩი ინგლისის დაცვისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. გერმანიას კი შემადგენლობაში მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავს. ასე რომ, მათთანაც დიდი მუშაობა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მატჩში ღირსეულ ფეხბურთს ვაჩვენებთ".
წვრილ-წვრილი ამბები
საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, 15 ნოემბერს "უემბლიზე" ჩილესთან შეხვედრას 60 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება, გერმანიასთან კი სტადიონზე 20 ათასით მეტი ადამიანი მივა.
დაბოლოს, ფიფამ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ინგლისი-პოლონეთის შესარჩევ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტების გამო ორივე ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია დააჯარიმა - მასპინძლები იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული (მოედანზე ერთმა გულშემატკივარმა მოახერხა შეღწევა), 8.34 ათას ევროს გადაიხდიან; სტუმართა გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკური საშუალებების გამოყენების გამო კი პოლონელები 24.4 ათას ევროს გაიღებენ.
ამხანაგური მატჩები
15 ნოემბერი
სამხრეთი კორეა-შვეიცარია 15:00
ბელორუსი-ალბანეთი 20:00
ჩეხეთი-კანადა 20:00
რუსეთი-სერბეთი 20:30
ესტონეთი-აზერბაიჯანი 20:45
დანია-ნორვეგია 22:00
თურქეთი-ჩრდ. ირლანდია 23:00
იტალია-გერმანია 23:45
ირლანდია-ლატვია 23:45
პოლონეთი-სლოვაკეთი 23:45
ინგლისი-ჩილე 00:00
შოტლანდია-აშშ 00:05
არგენტინა-ეკვადორი 05:00
16 ნოემბერი
ჰოლანდია-იაპონია 16:15
უელსი-ფინეთი 22:00
ეკვ. გვინეა-ესპანეთი 01:00
ბრაზილია-ჰონდურასი 04:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისის ნაკრები: საფრთხე ჰარტის ამბიციებისთვის