- "ჩელსისთან" უკვე დიდი ხანია, აღარაფერი მაკავშირებს. სიმართლე გითხრათ, მინიმალური ინფორმაცია მაქვს და ამიტომ დარწმუნებით ვერ გეტყვით, ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ იანვარში საკადრო გადაადგილებები აუცილებლად იქნება.
ჩემი აზრით, მოურინიო უნდა შეელიოს დემბა ბას, კევინ დე ბრუინსა და მიკაელ ესიენს. ისინი, უბრალოდ, არ შეესაბამებიან "ჩელსის" დონეს, არიან
სამეულთან გამოთხოვება საჭიროა, რადგან გუნდს ის სასარგებლოს ვერაფერს შესძენს. მათში აღებული ფულით კი ერთი რიგიანი თავდამსხმელის შეძენის შანსი გაჩნდება, ვისაც შეტევაში თავისი სიტყვის თქმა შეეძლება.
თვალში მოსახვედრია ცენტრალური ნახევარდაცვის სისუსტე. ლამპარდისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ის არასოდეს ყოფილა ძლიერი ჩამშლელი და რაც უნდა ილაპარაკოს მოურინიომ, ის ასეთი ვერც გახდება. ფრენკი საყრდენის პოზიციაზე ვერ ამართლებს. "ჩელსის" აქაც სჭირდება კარგი ფეხბურთელი.
ამ დროს რატომღაც ჩრდილში დგას ჯონ ობი მიკელი. ნიგერიელი სწორედ ჩამშლელ ფეხბურთელად თამაშისთვის არის დაბადებული. შეუძლია ხისტი თამაში, ბრძოლას არ ერიდება და თამაშს კარგად კითხულობს. როგორც გულშემატკივარს, შეკითხვები კიდევ მიჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"