ჩრდილოლონდონელებმა ამგვარი სირცხვილი უკანასკნელად 1996 წლის 28 დეკემბერს, "ნიუკასლთან" იწვნიეს. "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა საკუთარი გუნდის თამაშს სამარცხვინო უწოდა.
"შეხვედრის დებიუტმა და ადრეულმა გოლმა შოკში ჩაგვაგდო. მოიშალა ყველანაირი წინასამატჩო გეგმა და ფეხბურთელებმა კონცენტრაცია ვერ შეძლეს. ამის საპირისპიროდ, "სიტის" თამაში, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო. ისღა დამრჩენია, ბიჭები როგორმე გავამხნევო და მომდევნო თამაშებისთვის განვაწყო," - დასძინა მან.
ტურის ფაქტები
"ევერტონს" ბოლო 14 შეხვედრაში "ლივერპულთან" 1 მოგება, 7 წაგება
"ევერტონმა" "გუდისონ პარკზე" მე-15 თამაში ჩაატარა წაუგებლად.
"ლივერპულმა" 12 ტურის შემდეგ 9 ქულითა და ამდენივე ადგილით გააუმჯობესა 2012/13 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი.
"წითლებმა" 24-დან 18 გოლი პირველ ტაიმებში გაიტანეს.
2013 წელს სუარესმაც და სტარიჯმაც თავიანთი მე-19 გოლები გაიტანეს.
***
"არსენალმა" "საუთჰემპტონთან" ზედიზედ მე-19 საშინაო თამაში ჩაატარა წაუგებლად.
"საუთჰემპტონმა" 8-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
შარშან ამ ეტაპზე "წმინდანებს" ცხრილში 14 ქულით ნაკლები და 23 გაშვებული ბურთით უარესი მდგომარეობა ჰქონდათ.
***
"ფულჰემს" "ქრევეინ კოტეჯზე" 4 ქულა აქვს აღებული, რაც "პალასისა" და "ვესტ ჰემის" საშინაო შედეგებთან ერთად, ყველაზე ცუდია ლიგაში.
მარტინ იოლის გუნდმა 2013 წელს მე-9 მატჩი დათმო საკუთარ მოედანზე. ამდენი წაგება მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს.
"ფულჰემის" მიერ ჩატარებულ შეხვედრებში მეცხრედ მოხდა, რომ ანგარიში მეტოქემ გახსნა.
"სუონსის" 17 ბურთიდან მხოლოდ 4 გავიდა I ტაიმებში.
***
"ჰალ სიტიმ" "კინგსტონზე" 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.
"ვეფხვების" მარცხის შემდეგ პრემიერლიგაში მხოლოდ 4 გუნდი დარჩა, ვისაც შინ არ წაუგია: "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "საუთჰემპტონი" და "ევერტონი".
"პალასმა" პრემიერლიგაში სტუმრად ჩატარებულ 19 შეხვედრაში პირველად იმარჯვა.
***
მეტოქეთა ბოლო 11-დან მე-9 დაპირისპირებაში იმარჯვა მასპინძელმა.
ლოიკ რემიმ ბოლო 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
ჩემპიონატში "ნიუკასლის" 17-დან 16 გოლი ფრანგი ფეხბურთელების ანგარიშზეა.
ზაფხულში ტრანსფერებში დახარჯული 25 მილიონის მიუხედავად, "ნორვიჩს" 12 ტურის შემდეგ იმაზე 3 ქულით ნაკლები აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდა ამავე ეტაპზე.
***
"სტოკმა" 8-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
გუსტავო პოიეტის დანიშვნის შემდეგ "სანდერლენდმა" სტუმრად ჩატარებული 3 შეხვედრიდან სამივე წააგო. სულ "შავმა კატებმა" მიჯრით მეხუთე გასვლითი მატჩი დათმეს.
"სანდერლენდმა" 12 ტურში მეტოქის კარის ჩარჩოში მხოლოდ 29-ჯერ დაარტყა, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.
***
"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ჟოზე მოურინიოსთან 7 დაპირისპირებაში მხოლოდ 2 ქულა აიღო და საშინაო არენაზე 4-დან 4 მატჩი დათმო.
"ვესტ ჰემს" "ბოლეინ გრაუნდზე" 5-თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც ელერდაისის თავკაცობით გუნდს აქამდე არ შემთხვევია.
"ჩელსი" არ დამარცხებულა ზედიზედ 7 ლონდონურ დერბიში.
***
"ტოტენჰემმა" "ეტიჰადზე" მიჯრით მე-4 თამაში წააგო.
"სიტიმ" მეტოქე ისტორიაში პირველად დაამარცხა 6-ბურთიანი სხვაობით. 1962 წლის შემდეგ "ქალაქელებმა" პირველად გაუტანეს "დეზებს" 6 გოლი.
პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა საკუთარ არენაზე 6 შეხვედრაში 26 გოლი შეაგდო.
"ქალაქელებმა" "ეტიჰადზე" ზედიზედ 56-ე შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა. სერია 2010 წლის ნოემბრიდან გრძელდება.
***
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო წუთებზე 4-თამაშიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა წაუგებელი უკვე 10 თამაშს აღწევს.
***
მეტოქეებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ ითამაშეს ფრედ და აქედან მიჯრით ორჯერ 2:2 (ორჯერვე "ჰაუტორნსზე").
"ასტონ ვილას" მოუგებელი სერია "ბრომვიჩთან" 6 შეხვედრამდე გაიზარდა.
XII ტურის სიმბოლური ნაკრები
სტატისტიკა XII ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
9 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი)
საუკეთესო მეპასეები
5 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მესუთ იოზილი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ მირალიაში (ევერტონი)
გოლი+პასი
14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 10+4
11 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 9+2, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 7+4
ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი), მატიო ფლამინი (არსენალი), ლუკას ლეივა (ლივერპული)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური: გოლუხვი ტურის მოულოდნელობები