არსენ ვენგერი: ინგლისური ფეხბურთის 99% გარიგებული მატჩებისგან სუფთაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ინგლისში გარიგებული მატჩები დიდი იშვიათობაა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ბრიტანეთის კრიმინალთან ბრძოლის სააგენტომ 6 ეჭვმიტანილი დააკავა, რომელთაგანაც მინიმუმ 3 ფეხბურთელია. ერთ-ერთი მათ შორის ყოფილი მოთამაშე, შემდეგ კი საფეხბურთო აგენტი დელროი ფეისია.

"ვფიქრობ, ინგლისური ფეხბურთის 99% გარიგებული მატჩებისგან სუფთაა. საპირისპიროს დაჯერება მით უფრო გამიჭირდება, როცა ვხედავ, გამარჯვების შემდეგ როგორი გაბადრული სახეებით დადიან ინგლისელი ფეხბურთელები.

ინგლისის ქვედა დივიზიონებშიც კი სამართლიანი თამაშია, რომელსაც პირადად ვადევნებ თვალყურს.

მაგრამ ჩვენ ხომ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ამ ბოროტებას
ზღუდეებს ვერსად ავუგებთ. ამიტომ გარიგებულ მატჩებს შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ, თუმცა მაინც მგონია, რომ ეს პრობლემა პრემიერლიგაში არ არსებობს",
- აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს The Guardian-ი.

ასევე იხილეთ:
სკანდალი ინგლისში: ექვსი დაჭერილი, მათ შორის, ფეხბურთელები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული