ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტურის წინ: ვილაშ ბოაშის ბეწვის ხიდი

AutoSharing Option
XII ტურმა ინგლისში საფეხბურთო ექსპერტებს უამრავი თემა აჩუქა განსასჯელად, რომელთა შორის უმთავრესი "ტოტენჰემის" თავს დამტყდარი უბედურებაა.

მასმედია მოულოდნელად ერთ ხმაში ალაპარაკდა იმ თემაზე, რაც იქამდეც ყველამ იცოდა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა. "აღმოჩნდა", რომ კლუბი, რომელმაც ზაფხულზე კოლოსალური თანხები დახარჯა შემადგენლობის გასაძლიერებლად, არათანაბრად ყოფილა დაკომპლექტებული.

თვალში საცემია მეტისმეტი სიმჭიდროვე შემტევ თუ დაცვითი ტიპის ნახევარმცველებს შორის და ასევე აშკარაა, რომ ანდრე ვილაშ ბოაშს უკანა ხაზელები აკლია, განსაკუთრებით კი განაპირა მცველები. "ეტიჰადზე" 0:6-მა მეფე გააშიშვლა.

დიაგნოზზე ფიქრი ჩრდილოლონდონელებმა უკვე დაიწყეს. პირველი ნაბიჯი ამ
გზაზე შესაძლოა მკურნალი ექიმის შეცვლა იყოს. ამ თემაზე ადრეც ვწერდით. არ არის გამორიცხული, ვილაშ ბოაშის ნაცვლად "დეზები" მიქაელ ლაუდრუპს ჩააბარონ.

ხელმძღვანელობის პოზიცია ცნობილია: "იუნაიტედთან" წაგება პორტუგალიელს გათავისუფლებად დაუჯდება. ამ ფონზე "ტოტენჰემისთვის" ზედმეტი თავის ტკივილია ნორვეგიულ "ტრომსოსთან" შეხვედრა ევროპალიგაზე. აი, სად შეიძლება გამოადგეს ვილაშ ბოაშს სათადარიგოთა გრძელი სკამი. მან წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი არ იახლა თან: ლორისი, უოლკერი, კაბული, სანდრო, პაულინიო, ლენონი, ადებაიორი და დეფო, თუმცა მაინც იმარჯვა 2:0.

ისინი ბაზაზე დარჩნენ და კვირის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის სამზადისს შეუდგნენ.

მეოთხე სტუმრობა გრანდთან
ტურის დანარჩენ მატჩებში თქვენს ყურადღებას ერთ შეხვედრას მივაპყრობთ: ვგულისხმობთ "ჩელსი"-"საუთჰემპტონს".

"სტემფორდ ბრიჯზე" მატჩი "წმინდანებისთვის" მიმდინარე სეზონში მეოთხე იქნება ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან და რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს ამჯერადაც სტუმრად დაუპირისპირდებიან.

აქამდე მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა "ენფილდზე" 1:0 მოიგეს, "ოლდ ტრეფორდზე" 1:1 ითამაშეს და მხოლოდ "ემირეიტსზე" დამარცხდნენ - 0:2.

ჟოზე მოურინიოს გუნდს ბოლო საშინაო შეხვედრაშიც ეგონა, რომ იოლად გაისეირნებდა და შედეგად "ვესტ ბრომვიჩთან" ფრედ ითამაშა (2:2) და ისიც მსაჯის წყალობით. ასე რომ, გადაწყვეტილი ამჯერადაც არაფერია.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური

30 ნოემბერი
კარდიფი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გესტედე - მიაიჩი, დიაბი, პოდოლსკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +8=12-13 (39-51)

ნორვიჩი-კრისტალ პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: - იანიკ ბოლასი
ტრავმა: ბენი, ვან ვოლფსვინკელი, ე. ბენეტი, სნოდგრასი, პილკინგტონი, ტეტი - მარი, ჰანტი, გედიურა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +15=12-18 (52-63)

ვესტ ჰემი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: - საშა რიტერი
ტრავმა: რაცი, რიდი, პეტრიჩი, მ. ტეილორი, ვას ტე, კეროლი, ა. დიარა - დაფი, ჰანგელანდი, ბრიგსი, როდალიეგა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +16=8-12 (63-52)

ევერტონი-სტოკ სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კონე, გიბსონი, ბეინსი - ჯონსი, უილსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +35=26-25 (126-93)

ასტონ ვილა-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გარდნერი, ნზოგბია, ჯ. ბენეტი, ოკორე - ვესტვუდი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 133 თამაში: +58=33-42 (211-185)

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რ. ტეილორი - რიჯუელი, გერა, ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +34=28-37 (162-172)

1 დეკემბერი
ტოტენჰემი-იუნაიტედი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კაბული, ვერტონგენი - დემბელე, პაულინიო - ლენონი, ჰოლტბი, ტაუნსენდი - სოლდადო
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ევანსი, ფერდინანდი, ევრა - ჯონსი, კლევერლი - ვალენსია, იანუზაი, კაგავა - რუნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როუზი, ერიქსენი - კერიკი, ვან პერსი, დ. ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 148 თამაში: +33=37-78 (180-252)

ჰალ სიტი-ლივერპული 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაკშეინი, ქუინი, ალუკო - ასპასი, ხ. ენრიკე, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=2-2 (7-11)

ჩელსი-საუთჰემპტონი 20:10
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეტოო, დ. ლუისი, ვან გინკელი - შოუ, დევისი, კორკი, გული
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +27=16-18 (99-80)

სიტი-სუონსი 20:10
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დ. სილვა - რუტლეჯი, მიჩუ, პ. ერნანდესი, მონკი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=1-3 (12-8)

ბომბარდირები:
10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 9 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი); 7 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული