ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: რეკორდული უქმეები [VIDEO]

AutoSharing Option
უელსი რემსის ტაშით დახვდა
ერთ რამედ ღირდა აარონ რემსისა და "კარდიფის" შეხვედრისთვის თვალის დევნება. მართალია, "მეთოფეთა" ვარსკვლავმა მშობლიური კლუბი 5 წლის წინ დატოვა, მაგრამ მას მერე მხარეთა ურთიერთპატივისცემას მისხალი არ მოჰკლებია.

23 წლის ნახევარმცველმა დუბლი ემოციების გარეშე აღნიშნა, უელსელი გულშემატკივარი კი თანამემამულეს ფეხზე წამომდგარი შეეგება და ტაშით დააჯილდოვა.

მალკი მაკაის გუნდი, ძირითადად, რემსისა და იოზილის შესანიშნავი თამაშის გამო დამარცხდა. უელსელის ორ გოლზე უკვე ვთქვით, გერმანელმა კი "თავისი დუბლი" გამოაცხო და ჯერ აარონს გაატანინა, მერე - ფლამინის. თამაშს წერტილი შეცვლაზე შესული
უოლკოტის პასით დაესვა.

უქმად "არსენალის" არც სხვა ვარსკვლავები მსხდარან. უილშირს ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეეძლო მეტოქისთვის სადებიუტო ქიში გამოეცხადებინა, თუმცა მე-2 წუთზე მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მისივე პასის შემდეგ ჟირუს უნდა გაეტანა, თუმცა ბურთს ბოლო მომენტში იოზილმა ფეხი წაატანა და ფრანგი თანაგუნდელი თამაშგარეში ჩატოვა. ოლივიე გაჩერდა. ის მხოლოდ რამდენიმე წამში მიხვდა, რომ თანამსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა, თუმცა უკვე გვიან იყო. კოლკერმა სიტუაცია განმუხტა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლების წვიმა და მცირე გამონაკლისი
"გუდისონ პარკს" ახალი გმირი ჰყავს. მას ჟერარდ დეულოფეუ ჰქვია. აქამდე 19 წლის ესპანელის მაქსიმუმი ის იყო, რომ შეცვლებზე შედიოდა. მისი სტატუსი წინა ტურში შეიცვალა, როცა თინეიჯერმა "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში გაამწვავა.

და აი, რობერტო მარტინესმა მას ძირითადში პირველად ანდო ადგილი და არც უნანია. ჟერარდს მარტო პირველ ტაიმში 3-ჯერ ჰქონდა შანსი, საიდანაც ერთი გამოიყენა. ფეხბურთელმა დიდი წილი დაიდო კოულმენისა და ოვიედოს გოლებშიც. 2:0-ზე პასის ავტორად ბერი ჩაიწერა, თუმცა იქამდე, ვიდრე ბურთი გარეთის გავლით ირლანდიელს მიუვიდოდა, ყველაფერი დეულოფეუმ გააკეთა.

3:0-ზე კი კუთხურიდან კოსტარიკელს ბურთი მან გაუთამაშა. მორიგი გოლი გაიტანა ლუკაკუმ, ვინც შაბათს, ძირითადად, გუნდზე მუშაობდა.

მცირე ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემმა" "ფულჰემს" კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაარტყმევინა. ასე რომ, მატჩის ხასიათზე მეტს არაფერს გეტყვით. სტუმარს კიდევ გაუმართლა, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო. მასპინძელმა თითოჯერ მოარტყა ძელსა და ხარიხას. მომენტები ჰქონდათ მაიგას, დაუნინგსა და მორისონს. "ჩაქუჩების" "აქილევსის ქუსლმა", სუსტმა თავდასხმამ, კიდევ ერთხელ იჩინა თავი.

მატჩის ინტრიგას წერტილი დაუსვეს შეცვლაზე შესულმა კარლტონ და ჯო კოულებმა. სემ ელერდაისს შეუძლია ცოტა ხნით მშვიდად ამოისუნთქოს. რაც შეეხება დიკ იოლს, 1-ელ დეკემბერს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას კარისკენ მიუთითეს. უფრო ვრცლად ამ თემაზე 3 დეკემბრის ნომერში მოგითხრობთ.

"ნიუკასლის" ფრანგული გოლების ტრადიცია გრძელდება.

ერთი გამონაკლისის გარდა - ტაინსაიდელთა რიგებში წელს გოლებს მხოლოდ ამ ქვეყნის წარმომადგენლები იტანენ. ამ საქმით, ძირითადად, რემია ხოლმე დაკავებული. ამჯერად მას აღარ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემა მაინც გააკეთა. 2:0-ზე შორეული ჯადოსნური დარტყმა გამოუვიდა მუსა სისოკოს.

შაბათის თამაშებზე წერას იმით დავასრულებთ, რითიც, წესით, უნდა დაგვეწყო. "ვილა პარკზე" გუსტავო პოიეტმა პრემიერლიგაში პირველი გასვლითი თამაში არ წააგო. ურუგვაელმა მიზანს სანახაობა ანაცვალა. შეტევაში თავი დიდად არც მასპინძელს მოუკლავს. შედეგად, ორივე გუნდმა კარში სულ 5-ჯერ დაარტყა. შედეგი ლოგიკურია: 0:0.

"დეზების" მაქსიმუმი
ტურის ცენტრალური მატჩის დაწყებამდე "უაით ჰართ ლეინს" სუნთქვა ჰქონდა შეკრული. ანდრე ვილაშ ბოაშის ბედი სასწორზე იყო შეგდებული. წაგების შემთხვევაში შესაძლო იყო, პორტუგალიელი მეორე ლონდონური კლუბიდანაც დროზე ადრე გაეშვათ. ვერ გეტყვით, 2:2 იძლევა თუ არა ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ წუხელ "ტოტენჰემს" რომ არა უშავდა, ამას წყალი არ გაუვა.

"სიტისთან" 0:6-ის შემდეგ მოქმედ ჩემპიონთან ფრე კარგი შედეგია. საქმე მხოლოდ ანგარიშშიც არ არის. "დეზებს" შეეძლოთ მოგება, რომ არა შემტევების უღიმღამო თამაში. სოლდადო ვერა და ვერ გადაიქცა პრემიერლიგელად, დეფოს კი თამაშის საშუალება ისევ არ ეძლევა.

ანგარიში უოლკერის ეფექტური ჯარიმით გაიხსნა. ცოცხალმა კედელმა ჩათვალა, რომ მაღალი დარტყმა წავიდოდა და სინქრონულ ნახტომში სცადა დაბლოკვა. ბურთი კი მიწის ზედაპირს გაჰყვა და დე ხეას ბადეში აღმოჩნდა. იმავე უოლკერის წყალობით გავიდა მეორე გოლიც, ოღონდ უკვე ლორისის კარში. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ, მოეგერიებინა, მან ფეხის უცნაური მოძრაობით სცადა ბურთის გამოტანა და ის რუნის ჩააბარა.

ულამაზესი გოლი გაიტანა სანდრომ. ბრაზილიელმა კლევერლი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და შორიდან პირდაპირ "ცხრიანს" დაუმიზნა. თამაშს წერტილი რუნის პენალტით დაესვა. ლორისმა უელბეკთან ბურთზე ბრძოლა დააგვიანა და მხოლოდ თავდამსხმელის ქვედა კიდურებსღა მისწვდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტერის 400 და გამარჯვების გოლი
1-ელ დეკემბერს, საღამოს, სამივე წყვილმა შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზა. ჰალში ეს მოულოდნელი იყო, რადგან "კინგსტონზე" მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი გადის. "ლივერპული" დამარცხდა გუნდთან, რომელსაც ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თავდასხმა ჰყავს.

3 გოლის მიუხედავად, "ვეფხვების" შემტევ რგოლზე აზრი არ შეგვიცვლია და ამას თავისი მიზეზი აქვს. სამიდან ორი გოლი საკუთარ კარში შკრტელმა ჩაჭრა. ოფიციალურ სტატისტიკაში ბურთი ლივერმორს ჩაუწერეს, თუმცა სლოვაკი რომ არა, პირველი გოლი ნამდვილად არ გავიდოდა. "წითლების" მხრიდან მომენტები უხვად ჰქონდა სუარესს, მაგრამ ურუგვაელმა ტრადიციულად ანიავა ისინი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სტემფორდ ბრიჯზე" სეზონის უსწრაფესი გოლი გავიდა. X ტურში "საუთჰემპტონთან" ბეგოვიჩის მიერ დამყარებული რეკორდი "წმინდანებმავე" დაამხეს. იმისთვის, რომ როდრიგესამდე ბურთი მისულიყო, 12 წამი და 4 გადაცემა აღმოჩნდა საკმარისი. 4-დან 2 პასი "ჩელსის" ფეხბურთელებმა გააკეთეს.

ასპილიკუეტამ ესიენს დაუგდო თავით, განელმა კი ერთი შეხებით გაიყვანა მეტოქე ჩეხთან პირისპირ. ამის შემდეგ "ჩელსის" დაცვა დალაგდა და არათუ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა მაღალ დონეზე, არამედ თავდამსხმელთა საქმეც საკუთარ თავზე აიღო. კეჰილმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ტერიმ კი დიდებული თავურით საიუბილეო მე-400 შეხვედრაში გუნდი წინ გაიყვანა.

თამაშს წერტილი დაუსვა ბამ. გოლში ლომის წილი დაიდო რამირესმა, ვინც სტუმართა დაცვა კარგა ხანს აწვალა, იქამდე, ვიდრე თავისუფალი თანაგუნდელი არ დაინახა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეტიჰადზე" კი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "სიტიმ" შინ ზედიზედ მე-7 შეხვედრაში იმარჯვა, აქედან მიჯრით 3-ჯერ მშრალად და თანაც, დიდი ანგარიშით. ამ სტადიონზე სტუმრობა თანდათან უფრო საშიში ხდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XIII ტური

ასტონ ვილა-სანდერლენდი 0:0
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, კლარკი, ლუნა - დელფი, ვესტვუდი, ელაჰმადი (71. ტონევი) - ვაიმანი (71. ოლბრაიტონი), ბენტეკე (86. კოზაკი), აგბონლაჰორი (86. )
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ბერდსლი, ოში, ბრაუნი, დოსენა (84. ჩელუსტკა) - კი - ჯაკერინი, ლარსონი, გარდნერი (76. კოლბეკი), ბორინი (76. ე. ჯონსონი) - ს. ფლეტჩერი
გაფრთხილება: ვლაარი, აგბონლაჰორი - ბერდსლი
კარში დარტყმა: 17-18 (4-1) კუთხური: 7-6 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 14-12 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 33 036

კარდიფი-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 რემსი (29), 0:2 ფლამინი (86), 0:3 რემსი (90+2)
კარდიფი (4-3-3): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი (87. კორნელიუსი) - უიტინგჰემი, მედელი, მატჩი - კიმი (75. ნუნი), კემპბელი (65. ოდემვინგე), კოუი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, რემსი - უილშირი (81. მონრეალი), იოზილი (90. უოლკოტი), კასორლა (77. ფლამინი) - ჟირუ
გაფრთხილება: - გიბსი, არტეტა, რემსი
კარში დარტყმა: 14-21 (4-6) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 6-8 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 27 928

ევერტონი-სტოკ სიტი 4:0
გოლები: 1:0 დეულოფეუ (45), 2:0 კოულმენი (49), 3:0 ოვიედო (58), 4:0 ლუკაკუ (79)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ოვიედო - ბარი, მაკარტი (74. სტოუნზი) - პიენაარი (83. მირალიაში), ოსმანი, დეულოფეუ - ლუკაკუ (80. იელავიჩი)
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი - ნზონზი, უელანი - უოლტერსი (59. ში), ადამი (59. კ. ჯონსი), ასაიდი - კრაუჩი
გაფრთხილება: - უელანი, პიტერსი
კარში დარტყმა: 33-7 (12-3) კუთხური: 9-3 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 9-16 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 35 513

ნორვიჩი-პალასი 1:0
გოლი: 1:0 ჰუპერი (30)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ფერი, ჰაუსონი, ჰულაჰანი (79. ბ. ჯონსონი), რედმონდი - ელმანდერი (81. ბეკიო), ჰუპერი (90. უიტეიკერი)
პალასი (4-4-1-1): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი - ჟედინაკი, დიკგაჩოი, ბენანი (73. უილიამსი), პანჩეონი (76. კებე) - ჯერომი - შამახი (80. გეილი)
გაფრთხილება: მარტინი - ჟედინაკი, გეილი
კარში დარტყმა: 13-15 (3-3) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 12-14 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 26 851

ვესტ ჰემი-ფულჰემი 3:0
გოლები: 1:0 დიამე (47), 2:0 კ. კოული (82), 3:0 ჯ. კოული (88)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): იასკელაინენი - დემელი, ტომკინსი, კოლინსი, მაკარტნი - დიამე, ნოუბლი - ჯარვისი (68. ჯ. კოული), ნოლანი (77. მორისონი), დაუნინგი - მაიგა (81. კ. კოული)
ფულჰემი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ზვეროტიჩი, ჰიუზი, ამორებიეტა, რიჩარდსონი (83. მ. დემბელე) - პარკერი, სიდუელი (78. კარაგუნისი) - დაფი (65. რუისი), ტაარაბტი, კასამი - ბენტი
გაფრთხილება: ტომკინსი, მაკარტნი, დიამე - რიჩარდსონი, სიდუელი
კარში დარტყმა: 35-10 (12-0) კუთხური: 6-3 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 34 946

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 გუფრანი (36), 1:1 ბრანტი (53), 2:1 სისოკო (57)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - კაბაი, ტიოტე, გუფრანი, სისოკო (90+5. სისე) - რემი (84. ანიტა), შ. ამეობი
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - მორისონი, მულუმბუ - ამალფიტანო (88. გერა), სესინიონი (77. ანიჩებე), ბრანტი (76. ბერაინო) - ლონგი
გაფრთხილება: ტიოტე - ბრანტი, მულუმბუ
კარში დარტყმა: 21-15 (7-1) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 15-15 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 49 298

ტოტენჰემი-იუნაიტედი 2:2
გოლები: 1:0 უოლკერი (18), 1:1 რუნი (32), 2:1 სანდრო (54), 2:2 რუნი (57-პენ)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, ვერტონგენი - პაულინიო, სანდრო – შადლი (85. სიგურდსონი), დემბელე, ლენონი (65. ტაუნსენდი) – სოლდადო (72. დეფო)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ვიდიჩი, ევანსი, ევრა - ჯონსი, კლევერლი – ვალენსია (84. ნანი), კაგავა (84. იანგი), უელბეკი (73. ერნანდესი) - რუნი
გაფრთხილება: ლორისი - ევრა, ჯონსი, ვიდიჩი
კარში დარტყმა: 14-11 (4-3) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 9-15 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 35 884

ჰალ სიტი-ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 ლივერმორი (20), 1:1 ჯერარდი (27), 2:1 მეილერი (72), 3:1 შკრტელი (87-ს.კ-ში)
ჰალ სიტი (3-1-4-2): მაკგრეგორი - ფიგეროა, ბრუსი, დევისი - ჰადლსტოუნი - მეილერი, ლივერმორი, ბრეიდი (90+2. ბოიდი), ელმოჰამადი - საგბო (90. გრემი), კორენი (66. როსენიორი)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, ტურე, შკრტელი, ფლენაგანი - ლეივა, ჯერარდი - ჰენდერსონი, სტერლინგი (66. კოუტინიო), მოზესი (74. ლ. ალბერტო) - სუარესი
გაფრთხილება: დევისი, ბრეიდი -
კარში დარტყმა: 16-13 (4-4) კუთხური: 2-6 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 10-16 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 24 940

ჩელსი-საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (1), 1:1 კეჰილი (55), 2:1 ტერი (62), 3:1 ბა (90)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი - რამირესი, ესიენი (46. ბა) - აზარი, მატა, ოსკარი (42. ლამპარდი) - ტორესი (84. მიკელი)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი (58. გასანიგა) - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვანიამა, შნაიდერლინი (67. ლამბერტი) - ვორდ-პრაუსი (63. ს. დევისი), ლალანა, როდრიგესი - ოსვალდო
გაფრთხილება: ესიენი - ლალანა, შნაიდერლინი, როდრიგესი, ოსვალდო
კარში დარტყმა: 23-10 (7-1) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 7-1 ჯარიმა: 15-14 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 41 568

სიტი-სუონსი 3:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (8), 2:0 ნასრი (58), 3:0 ნასრი (77)
სიტი (4-4-2): პანტილიმონი - კლიში, ლესკოტი, დემიკელისი, საბალეტა - ფერნანდინიო, ტურე, ნასრი, ნავასი (76. კოლაროვი) - ნეგრედო (63. მილნერი), აგუერო (79. ჯეკო)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - შელვი, კანიასი - პოსუელო (67. დაიერი), დე გუზმანი, ერნანდესი (62. რუტლეჯი) - ვასკესი
გაფრთხილება: აგუერო -
კარში დარტყმა: 29-13 (7-4) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 6-8 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 46 559

ბომბარდირები: 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 9 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
3 დეკემბერი:
კრისტალ პალასი-ვესტ ჰემი

4 დეკემბერი:
არსენალი-ჰალ სიტი, ლივერპული-ნორვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ასტონ ვილა, სტოკ სიტი-კარდიფი, სანდერლენდი-ჩელსი, სუონსი-ნიუკასლი, ფულჰემი-ტოტენჰემი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული