ჟოზე მოურინიო: ლუკაკუმ ახალი წესები დაადგინა?

AutoSharing Option
"ჩელსიმ" რომელუ ლუკაკუ "ევერტონში" იჯარით მას შემდეგ გაუშვა, რაც ბელგიელმა თავდამსხმელმა "ბაიერნთან" სუპერთასზე გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა.

არ ვამტკიცებთ, რომ ჟოზე მოურინიომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღო, თუმცა დამთხვევა რომ სახეზეა, ეს აშკარაა. 20 წლის ფეხბურთელი "გუდისონ პარკზე" შესანიშნავად ათამაშდა. მას უკვე 8 გოლი აქვს აქტივში, იმაზე 2-ჯერ მეტი, ვიდრე "ჩელსის" სამი შემტევის (ეტო'ო 2, ტორესი 1, ბა 1) ანგარიშზე ერთად.

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მას ლივერპულში კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუნდა. ლუკაკუს განცხადებამ "განსაკუთრებული კაცი" რატომღაც ძალიან გააღიზიანა. აი, რა
თქვა მან:

"შესაძლებელია თუ არა, ეს ფეხბურთში დანერგილი ახალი წესი იყოს, რომელზეც ჯერ არავის არაფერი სმენია? იქნება ფეხბურთელებს უკვე დამოუკიდებლად აქვთ იმის გადაწყვეტის უფლება, თუ სად ითამაშებენ. სატრანსფერო პოლიტიკის წესები თავიდან უნდა გადავიკითხო და სიახლეებს გავეცნო. დაე, იცოდეს ლუკაკუმ, რომ რაკი მას "ჩელსისთან" კონტრაქტი აკავშირებს, გადაწყვეტილებას მის მომავალთან დაკავშირებით მე მივიღებ".

აქვე გეტყვით, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, ლუკაკუს შეძენას მომდევნო სეზონში "ბარსელონა" შეეცდება. მეტიც, TV3-ის მტკიცებით, კატალონიელებისთვის ის უპირველესი სამიზნე იქნება. როგორც ჩანს, მოურინიოს სერიოზულად მოუწევს ამ თემაზე დაფიქრება. რაც მთავარია, მას უშუალოდ ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვა მართებს. ლუკაკუ არ ჰგავს ადამიანს, ვინც ვინმეს ზეწოლის ქვეშ ასე იოლად მოექცევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: შესაძლოა, ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტი დადგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული