"ჩელსი" მე-9 წუთზე გერმანელმა ანდრე შიურლემ დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს პიტერ კრაუჩმა გაქვითა.
50-ე წუთზე მასპინძლები სტივენ აირლენდმა ტექნიკური დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შიურლემ სამ წუთში გაათანაბრა.
გამარჯვება "სტოკს" შორეული დარტყმით უსამა ასაიდიმ მოუტანა. ეს ჟოზე მოურინიოს გუნდის მესამე მარცხია სეზონში, "ჩელსი" 30 ქულით მე-3 ადგილზეა. "სტოკ სიტი" 17 ქულით მე-12 ადგილზეა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "მეტოქეს ვერ შევაქებ, მაქსიმუმ, რაც მარკ ჰიუზის გუნდმა დაიმსახურა, ეს ფრეა.
დაცვის თამაში მართლა მაფიქრებს, ჩვენი ერთეული შეცდომები წყალში გვიყრის მთელ ჯაფას, თუმცა ჩვენ ამ პრობლემის გამოსწორებაზე ვმუშაობთ".