42-ე წუთზე ლუის სუარესმა ძლიერად დაარტყა იასკელაინენის კარში. ფინელმა გოლკიპერმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ის გი დემელს გაარტყა და კოტდივუარელმაც ავტოგოლი ჩაიწერა.
ხუთ წუთში მამადუ სახოს დარტყმულის გამოტანა უელსელ ჯეიმს კოლინზს სურდა და არ გამოუვიდა (თუმცა ეს გოლი მაინც სახოს ჩაუთვალეს), მესამე ავტოგოლი ამ საქმის "დიდოსტატმა" მარტინ შკრტელმა გაიტანა, როცა 66-ე წუთზე სტუმრებს თამაშის გადარჩენის შანსი მისცა.
81-ე წუთზე გლენ ჯონსონის ჩაწოდებულს
თამაშის ბოლოს კი სუარესის დარტყმულს "ვესტ ჰემის" მცველმა ობრაიენმა მიმართულება უცვალა და თავის კარში გაიტანა - 4:1.
"ლივერპული" 30 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა "ჩელსისაც" ამდენივე ქულა აქვს.
მატჩის შემდეგ ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ სტივენ ჯერარდმა ტრავმის გამო დატოვა მოედანი: "დავაკვირდებით უახლოესი 48 საათი მის მდგომარეობას. სტივენს წელი აქ დაშავებული".