არსენ ვენგერი: სუარესი ანგელოზია, მოედანზე კი დემონი ხდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ლივერპულის" ფორვარდ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

"სუარესი ანგელოზია, მაგრამ მოედანზე ის დემონს ემსგავსება. ყველა ოცნებობს საკუთარ გუნდში ასეთი ფეხბურთელი ჰყავდეს.

ჩემი ინფორმაციით, მოედნის გარეთ, სუარესს ვერაფერში დაადანაშაულებ, ის კორექტულად და წესიერად იქცევა.

სუარესს მოედანზე პროვოკაციულად მოქცევა შეუძლია. ინგლისის ჩემპიოანტის ყველა მცველს მის წინააღდეს თამაში ეზიზღება",
- თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა ინგლისის ჩემპიონატის 10 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ვილაშ-ბოაში რას ფიქრობს :)
soso
10:52 16-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული