უბრალოდ, სტატისტიკას რომ გადაავლოთ თვალი, აღმოაჩენთ, რომ "ლურჯების" საუკეთესო ბომბარდირთა შორის მხოლოდ ნახევარმცველები ფიგურირებენ: ედენ აზარი (6 გოლი), ოსკარი (5), ლამპარდი (4) და შიურლე (3). ეს კიდევ არაფერი. მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ჩემპიონატში სტუმრად გამართულ შეხვედრებში "ჩელსის" არც ერთ თავდამსხმელს გოლი არ აქვს გატანილი. აი, რას ამბობს მოურინიო ამის თაობაზე:
"ჩელსის" არ ჰყავს სუპერთავდამსხმელი,
მიზანთან ერთი ნაბიჯით ახლოს
მიუხედავად იმისა, რაც ზემოთ წაიკითხეთ, "ჩელსი" იანვარში მორიგი ნახევარმცველის შესაძენად ემზადება. ლაპარაკია "ინტერის" კოლუმბიელ ვარსკვლავზე, 27 წლის ფრედი გუარინზე. ინფორმაციას ადასტურებენ როგორც იტალიური ("გაძეტა დელო სპორტი"), ისე ბრიტანული ("გარდიანი") წყაროები. სამხრეთამერიკელის შეძენას, დედაქალაქელების გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედიც" აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრძოლაში გამარჯვებული "ჩელსი" დარჩა.
"ნერაძური" კომპენსაციის სახით 15 მილიონ ფუნტს (17.7 მლნ ევრო) მიიღებს. ალბათ გახსოვთ, რომ "ინტერმა" "პენსიონერების" 12-მილიონიანი შეთავაზება ცოტა ხნის წინ უარყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: თავდამსხმელს სეზონში 25 გოლს არ ვთხოვთ, მაგრამ ტორესისა და ბას 2-2 გოლი ძალიან ცოტაა