ჟოზე მოურინიო: მხოლოდ შედეგის გამო გეზიდან გადახვევა არ მინდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, მიუხედავად ინგლისის ლიგის თასიდან გამოვარდნისა, თავისი გუნდის თამაშით "სანდერლენდთან" მაინც კმაყოფილი დარჩა.

ტურნირის 1/4-ფინალში გამართული შეხვედრა, რომელიც 17 დეკემბერს, "სთედიუმ ოფ ლაითზე" გაიმართა, ოვერტაიმში, "შავი კატების" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

არადა, 88-ე წუთამდე "ლურჯები" ლი კატერმოლის ავტოგოლის (46 წუთი) წყალობით იგებდნენ. გათანაბრება ფაბიო ბორინიმ შეძლო, გამარჯვება კი "სანდერლენდს" 119-ე წუთზე სონ იონ კიმ მოუტანა.

"გვინდა, გუნდი ყოველთვის ისე თამაშობდეს, როგორც დღეს. შესაძლოა, უფრო მეტი თამაში მოგვეგო, თუკი დაცვიდან ვიმოქმედებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებ გოლს
გავიტანდით და უფრო მოკრძალებული ანგარიშებით გამარჯვებას დავჯერდებოდით, მაგრამ ეს ის არაა, რაც მე მინდა.

ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, თუკი ვსაუბრობთ ფეხბურთის იმ ხარისხზე, რომლის ჩვენებასაც ვესწრაფვით. ნამდვილად არ მსურს რაიმეს შეცვლა, ნაბიჯის უკან გადადგმა და გეზიდან გადახვევა მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთესი შედეგები გვინდა.

შესაძლოა, ლიგის თასი არცთუ მნიშვნელოვან ტურნირად მოგეჩვენოს. სტადიონი არ ივსება, სახლიდან შორს გიწევს თამაში, მაგრამ როდესაც ფინალში გადიხარ, მაშინ იგებ, რომ ეს კარგი ტურნირია და მისი მოგების სურვილიც გიპყრობს".


პორტუგალიელმა სპეციალისტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ტურნირიდან გამოვარდნის გამო მისი გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდება.

"ყველამ იცის, რომ ტურნირში ბოლომდე მსურდა მონაწილეობა და იმ ფეხბურთელების მოედანზე გაყვანა, რომლებიც უფრო მეტს უნდა თამაშობდნენ. მაგალითად - მარკ შვარცერი და კევინ დე ბრეინე.

ვწუხვარ, რომ მათ ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის საშუალება არ ექნებათ"
, - თქვა მოურინიომ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული