სერ ალექს ფერ­გი­უ­სო­ნის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია [ნაწილი II]

AutoSharing Option
ვაგრძელებთ სერ ალექს ფერგიუსონის წიგნის შესავალ ნაწილს, სადაც ლეგენდარული შოტლანდიელი იხსენებს დეტალებს, თუ როგორ მიიღო "იუნაიტედიდან" წასვლის გადაწყვეტილება და როგორ გაანდო პირველად ფეხბურთელებს თავისი საიდუმლო.

გაგრძელება.

დასაწყისი წინა ნომერში (იხილეთ არქივი)

იმის­თ­ვის, რომ ხალ­ხი და­ვამ­შ­ვი­დო, ვიტყ­ვი, რომ დე­ვიდ მო­ი­ე­სის საქ­მე­ში ჩა­რე­ვას არ ვა­პი­რებ. 27 წე­ლი­წა­დი ვა­კე­თებ­დი ამ საქ­მეს და სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცია უკ­ვე აღარ გა­მაჩ­ნია. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ამ ნა­წილ­ზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით ვთქვი უარი.

დე­ვი­დი უპ­რობ­ლე­მოდ გა­ნაგ­რ­ძობს ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს. ის კარ­გად ხე­დავს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ღირ­სე­ბას და ყო­ველ­თ­ვის ძლი­ერ მო­თა­მა­შე­ებს ყი­დუ­ლობ­და, რო­ცა
ფი­ნან­სე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

ჩემს თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ წას­ვ­ლას არ ვი­ნა­ნებ­დი. იოლია 70 წლი­სამ თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში დათ­მო პო­ზი­ცი­ე­ბი რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე გო­ნებ­რი­ვად. თა­ნაც, კლუ­ბი­დან წა­ვე­დი თუ არა, მა­შინ­ვე დავ­კავ­დი სხვა საქ­მე­ე­ბით. უსაქ­მუ­რო­ბა მე არა­სო­დეს მე­მუქ­რე­ბო­და.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო "კე­რინ­გ­ტო­ნის" ბა­ზა­ზე კლუ­ბის პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის ამ ამ­ბის გამ­ხე­ლა. მახ­სოვს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია, რა­მაც ჩემ­ში ლა­მის სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხა­დე­ბამ­დე ჭო­რებ­მა გავ­რ­ცე­ლე­ბა უკ­ვე და­იწყო. დი­ახ, რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, ნიუ იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დრო­ზე ად­რე გა­ჟო­ნილ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას, შე­საძ­ლო იყო, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის და ჩემ­ი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ევ­ნო.

8 მა­ისს, დი­ლას, კლუ­ბის პერ­სო­ნა­ლი ვი­დე­ო­ა­ნა­ლი­ზის ოთახ­ში შევ­კ­რი­ბე, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ლი - სა­სა­დი­ლო­ში, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - გა­სახ­დელ­ში. რო­გორც კი გა­სახ­დელ­ში შე­ვე­დი, კლუ­ბის ვებ­გ­ვერ­დ­ზე ეს ინ­ფორ­მა­ცია გან­ვა­თავ­სეთ.

მო­თა­მა­შე­ებს ვუთხა­რი: "ნამ­დ­ვი­ლად არც ერ­თი თქვენ­გა­ნის­თ­ვის არ მი­ღა­ლა­ტია. ზო­გი­ერ­თი აქ იმი­ტომ მო­ვი­და, რომ ეგო­ნა, ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა კი­დევ დიდ­ხანს მო­უ­წევ­და, მა­გა­ლი­თად, ვან პერ­სის და კა­გა­ვას. რო­ცა მათ ამას ვე­უბ­ნე­ბო­დით, ეს სი­მარ­თ­ლე იყო. "იუნა­ი­ტე­დი­დან" წას­ვ­ლა­ზე მა­შინ არა­ვინ ფიქ­რობ­და.

ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა. ჩე­მი მე­უღ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის და­სა­ბა­მი გახ­და. ამას გარ­და, მინ­და, რომ ას­პა­რე­ზი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი წა­ვი­დე"
.

ამის შემ­დეგ სა­ფეხ­ბურ­თო პერ­სო­ნალს და­ვე­ლა­პა­რა­კე, რომ­ლის ნა­წილ­მა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით გა­მა­ცი­ლა. არ და­ვე­ლო­დე მას­მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მოზღ­ვა­ვე­ბას და სახ­ლ­ისკენ გა­ვე­მარ­თე.

ჩე­მი ად­ვო­კა­ტი ჯე­ი­სო­ნი და პი­რა­დი ასის­ტენ­ტი ლი­ნი შეტყო­ბი­ნე­ბებს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ ტე­ლე­ფონ­ზე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ 38-მა გა­ზეთ­მა, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ეს ამ­ბა­ვი პირ­ველ გვერ­დებ­ზე გა­ი­ტა­ნა, მათ შო­რის, "ნიუ იორკ ტა­იმ­ს­მაც". ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა კი ამ ყვე­ლა­ფერს 10-12 გვერ­დი და­უთ­მეს.

ყუ­რადღე­ბის მას­შ­ტა­ბი ჩემს პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბას მა­ლა­მოდ და­ე­დო, რად­გან მივ­ხ­ვ­დი, რომ პრე­სას­თან ჩე­მი კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ამ­ბე­ბი ცუ­დად არა­ვის გახ­სე­ნე­ბია. ისი­ნი მზად აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, რომ და­ე­ვიწყე­ბი­ნათ ყვე­ლა­ნა­ი­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა და მე­ტიც, მათ სა­ჩუ­ქა­რიც კი არ და­ვიწყ­ნი­ათ ჩემ­თ­ვის - ტორ­ტი და ერ­თი ბოთ­ლი ძვირ­ფა­სი ღვი­ნო მა­ჩუ­ქეს.

"სუ­ონ­სის­თან" ბო­ლო შეხ­ვედ­რის დაწყე­ბამ­დე სტა­დი­ონ­ზე ფრენკ სი­ნატ­რას "ჩემი გზა" და ნეტ კინგ კო­უ­ლის "და­უ­ვიწყა­რი" ჩარ­თეს. ჩვენ ეს შეხ­ვედ­რა ზუს­ტად იმ სტილ­ში მო­ვი­გეთ, რო­გორც ჩემ მი­ერ მო­გე­ბუ­ლი წი­ნა 895. გო­ლი თა­მა­შის მი­წუ­რულს გა­ვი­ტა­ნეთ - 87-ე წუთ­ზე.

თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩე­მი სიტყ­ვა მთლი­ა­ნად იმ­პ­რო­ვი­ზა­ცია იყო. ამ დროს დი­რექ­ტო­რებ­სა და ფეხ­ბურ­თე­ლებს ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­დათ. მთა­ვა­რი იყო სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი". ხალხს მხო­ლოდ ერ­თი რა­მე ვთხო­ვე, ჩე­მი მემ­კ­ვიდ­რის­თ­ვის მხა­რი და­ე­ჭი­რათ:

"მინ­და, შე­გახ­სე­ნოთ, რომ კლუ­ბი ყო­ველ­თ­ვის მხარ­ში მედ­გა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის რთულ ეტა­პებ­ზე. ჩემ გვერ­დით იყა­ვით ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც, კლუ­ბის პერ­სო­ნა­ლიც და თქვენც. ახ­ლა თქვე­ნი ამო­ცა­ნაა ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მხარ­და­ჭე­რა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია".


Sportall.Ge

"იუნა­ი­ტედ­მა" უნ­და გა­ნაგ­რ­ძოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა. მე, რო­გორც დი­რექ­ტორს, ისე­ვე მინ­და ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვა, რო­გორც სხვებს. ახ­ლა მაქვს შან­სი, რომ ბო­ბი ჩარ­ლ­ტო­ნი­ვით დავ­ტ­კ­ბე თა­მა­შე­ბის ყუ­რე­ბით. მინ­და, გუნ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­შებ­საც და­ვეს­წ­რო და ყვე­ლას ამა­ყად გან­ვუცხა­დო, რომ ეს დი­დი კლუ­ბია.

სუ­ონ­სის "ლი­ბერ­თი სტე­დი­უმ­ზე" შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, პოლ სქო­ულ­ზი ცალ­კე არ მეხ­სე­ნე­ბი­ნა. ვი­ცო­დი, რომ ის ვერ მი­ტან­და იმის გა­მო, რომ სა­კუ­თარ თავს ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე. ფეხ­ბურ­თი­დან ხომ ისიც მი­დი­ო­და.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში აერო­პორ­ტ­ში ერ­თი ბი­ჭი მო­მი­ახ­ლოვ­და, კონ­ვერ­ტი გა­მო­მი­წო­და და მითხ­რა, რომ ისე­დაც სურ­და ჩემ­თ­ვის მი­სი გა­მოგ­ზავ­ნა. კონ­ვერ­ტ­ში ერთ-ერ­თი ირ­ლან­დი­უ­რი გა­ზე­თის სტა­ტია ვნა­ხე, რო­მელ­შიც ნათ­ქ­ვა­მი იყო, რომ კლუ­ბი ზუს­ტად ისე დავ­ტო­ვე, რო­გორც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწვრთნი­დი მას - ჩე­მი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ავ­ტო­რი წერ­და, რომ ეს იყო ფერ­გი­უ­სო­ნის ტი­პუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. დი­ახ, სწო­რედ ასე ვხე­დავ­დი ჩემს თავს "იუნა­ი­ტედ­ში". გა­მი­ხარ­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ზუს­ტად და­ი­ნა­ხა და შე­ა­ფა­სა ყვე­ლა­ფე­რი.

მე გვერ­დ­ზე გავ­დე­ქი. მო­ი­ეს­მა კლუბ­ში თა­ვი­სი ხალ­ხი მო­იყ­ვა­ნა: რა­უნ­დი, ვუდ­სი და ლამ­ს­დე­ნი. ამათ და­უ­მა­ტა გიგ­ზი და ფილ ნე­ვი­ლი. ეს ნიშ­ნავ­და, რომ ჩე­მი შტა­ბის ხალ­ხი: მა­ლენ­ს­ტე­ნი, ფე­ლა­ნი და სტი­ლი უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. მე ვუთხა­რი დე­ვიდს, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, თუ­კი ჩემს თა­ნა­შემ­წე­ებს და­ი­ტო­ვებ­და, თუმ­ცა ის ვის გვერ­დით მუ­შა­ო­ბას მო­ინ­დო­მებ­და, ეს ჩე­მი გა­და­საწყ­ვე­ტი უკ­ვე აღარ იყო.

გაგ­რ­ძე­ლე­ბა მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში


ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული