მოკლედ, ახლა იწყება თავდავიწყება და დიდწილად, ამ სამ ტურზეა დამოკიდებული პრემიერლიგის ტიტულის ბედიც...
ჯახი, რა ჯახი!
XVIII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე შედეგიანი გუნდი, "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" დაუპირისპირდება.
სტატუსიდან გამომდინარე, შესაძლოა გოლების წვიმა ვიხილოთ ან კიდევ, გუნდებმა წმინდა პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე ("სიტის" მომდევნო თამაში 48 საათში უწევს, 3 დღეში კი "ლივერპული" "ჩელსის" ესტუმრება), უარი თქვან უკანმოუხედავ შეტევებზე და
რატომ? საშინაო არენაზე "ქალაქელები" რეკორდს რეკორდზე ამყარებენ. რად ღირს თუნდაც ის, რომ შინ მათ უფრო მეტი გოლი აქვთ გატანილი, ვიდრე ჩემპიონატში მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო ჯამში (19-დან 18-ს). ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი სტატისტიკას გადაავლებთ თვალს.
მანუელ პელეგრინის შეგირდების შედეგიანობა "ეტიჰადზე" საშუალოდ 4 ბურთს აჭარბებს, 8-დან 6 შეხვედრაში კი სტუმარი გუნდი სამი ან მეტი ბურთით დამარცხდა. "სიტი" განსაკუთრებულად მოტივირებულია პრემიერლიგის გრანდებთან შეხვედრებში. ამის დასტურია მატჩები "იუნაიტედთან" (4:1), "ტოტენჰემთან" (6:0) და "არსენალთან" (6:3).
ცხადია, რომ ეს სერია ოდესმე უნდა შეწყდეს და ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა ცხრილის ამჟამინდელმა ლიდერმა?!
რა პასუხი უნდა გასცეს ბრენდან როჯერსის გუნდმა "სიტის" თავბრუდამხვევ სტატისტიკას? მერსისაიდელები, თავის მხრივ, კარგ ფორმაში არიან, იმარჯვეს ზედიზედ 4 შეხვედრაში და აქედან 3-ჯერ დიდი ანგარიშით.
რაც მთავარია, კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ (თუ არა საუკეთესო) ეტაპზეა ლუის სუარესი, ვინც გუნდის წარმატებულ სერიას 10 გოლით შეეწია. "წითლების" პერსპექტივა ძალიან ნათელ ფერებში რომ არ მოგვივიდეს, გეტყვით, რომ სტუმრად ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრიდან სუარესსა და კომპანიას მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, თავად ურუგვაელი კი უფრო "ენფილდზე" ახერხებს თავის გამოჩენას.
"ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სეზონში ყველაზე რთული თამაშისთვის ვემზადებით. "სიტი" - ეს არის გუნდი, რომელსაც ბოლო შეხვედრებში ძალიან ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ თავადაც უშვებს. ასე რომ, პირადად გახსნილი თამაშის მოლოდინში ვარ.
"ლივერპული" მხოლოდ კონკრეტულ მატჩზეა კონცენტრირებული, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღეში კიდევ ერთი მძიმე მატჩი გველის. ჩვენ გავბედავთ და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედია, იღბალი ჩვენს მხარეს იქნება," - თქვა როჯერსმა "მელვუდზე" გამართულ პრესკონფერენციაზე.
დაბოლოს, გუნდების ურთიერთშეხვედრებზეც ვთქვათ მოკლედ. 2008 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა "ქალაქელების" მმართველობა არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებმა გადაიბარეს, "ლივერპული" "ეტიჰადს" 6-ჯერ ეწვია და 2-2-ჯერ იმარჯვა, ითამაშა ფრედ და დამარცხდა. უკანასკნელი 11 მატჩიდან კი მეტოქეები 7-ჯერ მშვიდობიანად გაიყარნენ.
უელბეკი ითამაშებს, ვიდიჩი გასარკვევია
უქმეებზე "ვესტ ჰემთან" ტრავმირებული დენი უელბეკი "ჰალთან" თამაშს შეძლებს, - ირწმუნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი.
23 წლის თავდამსხმელისთვის მუხლის ტრავმა მიმდინარე სეზონში პირველი არ ყოფილა და გულშემატკივრის შეშფოთებაც, უპირველესად, ამან გამოიწვია.
"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ ნამდვილად არ ვიცოდი, რამდენად სერიოზული იყო უელბეკის დაზიანება, თუმცა მას მერე მან სრული დატვირთვით ივარჯიშა და პრობლემა არ შექმნია. რაც მთავარია, ის ძველი ტრავმის რეციდივს გადაურჩა," - აცხადებს დევიდ მოიესი.
"ვეფხვებთან" სტუმრად გასამართ შეხვედრაში "ეშმაკებს" უელბეკის დახმარება ნამდვილად გამოადგებათ, რადგან "კინგსტონზე" გოლის გატანა ნებისმიერ ოპონენტს უჭირს.
26 დეკემბერს გასამართი შეხვედრის წინ საეჭვოა ნემანია ვიდიჩის ასპარეზობა. კაპიტანს ორ კვირაზე მეტია, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. 32 წლის სერბს ჯერ ანგინა აწუხებდა, შემდეგ კი ფეხი დაიზიანა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური
26 დეკემბერი
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 21:30
სიტი-ლივერპული
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ტურე, ფერნანდინიო - დ. სილვა, ნასრი, ნავასი - ნეგრედო
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, შკრტელი, სახო, კელი - ლეივა, ალენი - სტერლინგი, კოუტინიო, ჰენდერსონი - სუარესი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიჩარდსი, საბალეტა, აგუერო - ჯერარდი, სტარიჯი, ენრიკე, კოატესი, ფლენაგანი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 148 თამაში: +39=40-69 (198-255)
ჰალი-იუნაიტედი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრეიდი, ქუინი, ალუკო - ვიდიჩი, ნანი, ვან პერსი, ფელაინი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=0-4 (4-12)
ასტონ ვილა-პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: ვესტვუდი - შამახი
ტრავმა: ბენტეკე, ბენეტი, ოკორე, ნზოგბია - ოკიფი, ტომასი, ჰანტი, მაკარტი, მარი, გედიურა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=7-5 (23-16)
კარდიფი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელამი - დევისი, ვანიამა, ბორუცი, დო პრადო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=2-3 (13-11)
ჩელსი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერტრანი, ვან გინკელი - ვორმი, მონკი, დაიერი, მიჩუ
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=3-1 (8-5)
ევერტონი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბრაუნი
ტრავმა: კონე, ბეინსი, გიბსონი, დელოფეუ - ოში, კუელიარი, ვესტვუდი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +64=22-51 (240-217)
ნიუკასლი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: ტიოტე -
ტრავმა: რ. ტეილორი - ჰუთი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 თამაში: +29=14-19 (103-74)
ნორვიჩი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰაუსონი, მარტინი, ბენეტი, პილკინგტონი, ტეტი - ბერბატოვი, ჰანგელანდი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +0=3-7 (4-21)
ტოტენჰემი-ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: პაულინიო -
ტრავმა: ტაუნსენდი, ლენონი, კეინი, კაბული, ვერტონგენი - ანიჩებე
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 106 თამაში: +42=24-40 (157-157)
ვესტ ჰემი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: - უილშირი
ტრავმა: პეტრიჩი, ვას ტე, კეროლი, რიდი, დაუნინგი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო, დიაბი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 111 თამაში: +27=32-52 (126-181)
ბომბარდირები:
19 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"