ჯეიმს ტომკინსმა "ვესტ ჰემი" უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

AutoSharing Option
"ვესტ ჰემს" განაცხადში 5 თავდამსხმელი კი ჰყავს, მაგრამ გუნდი მათგან სარგებელს, პრაქტიკულად, ვერ იღებს.

რიკარდო ვას ტემ მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ანალოგიური სტატისტიკა აქვს კარლტონ კოულსაც. მაიგამ 12 მატჩში ერთხელაც ვერ მოახერხა თანაგუნდელების დახმარება. პეტრიჩს სამჯერ მიეცა თამაშის საშუალება და თავი არ გამოუჩენია, კეროლს კი ტრავმის გამო ჯერ არ უთამაშია. ამის გათვალისწინებით, გაზეთები ხშირად წერენ ამა თუ იმ შემტევით "ვესტ ჰემის" დაინტერესებაზე.

"ჩვენს სახელს ახლა უამრავ ფეხბურთელთან დააკავშირებენ. თუკი ლაპარაკი იქნება მაღალი დონის ფეხბურთელზე, პირობას გაძლევთ,
რომ დავინტერესდებით, მაგრამ ამაზე მეტის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია,
" - აცხადებს სემ ელერდაისი.

"ჩაქუჩების" პრობლემები მარტო თავდამსხმელებით რომ შემოიფარგლებოდეს, გუნდის დამრიგებელი ბედნიერი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მთვრალი ჯეიმს ტომკინსი დააკავა და ცენტრალურ მცველს ხულიგნობისთვის ბრალი წაუყენა. ერთი სიტყვით, სიტუაცია კატასტროფულია. აი, რა თქვა "დიდმა სემმა" ჩვენს ინგლისელ კოლეგებთან ინტერვიუში:

"ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ ტომკინსის თაობაზე კომენტარი გავაკეთო. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჯეიმსი იქ უნდა იყოს, სადაც ამჟამად იმყოფება. საქმე იმაშია, რომ დაწესებულება, სადაც ჩემი ფეხბურთელი დააკავეს, საეჭვო რეპუტაციისაა და იქ პოპულარულმა ადამიანებმა, წესით, მისვლა არ უნდა იკადრონ. ამბობენ, რომ ის ნასვამი იყო. რაკი მომდევნო თამაში 5-6 დღეში გვიწევდა, მას თავისუფალი დღე ჰქონდა. სხვას ვერაფერს გეტყვით".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული