სხვათა შორის, ლიდერს ძალიან გაუჭირდა და უელსური კლუბი მხოლოდ ბოლოსღა გატეხა - 88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დანიელმა ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა მეკარის მოგერიებულს ახლო მანძილიდან დაამატა. ამ მომენტში გოლის ავტორმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი, ჯეკ უილშირის ბრწყინვალე პასის შემდეგ თეო უოლკოტმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:0.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ასეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა გამოავლინო
შინ კიდევ 10 მატჩი გველის და მსურს, რომ ეს სტადიონი ჩვენთვის ციხესიმაგრე იყოს. თუ ჩვენ ეს შევძელით, ჩემპიონატში ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიქნებით".