ოლე გუნარ სოლსკიაერი "კარდიფის" მწვრთნელია

AutoSharing Option
2 იანვარს პრემიერლიგის კლუბ "კარდიფ სიტიში" ოფიციალურად დაინიშნა 40 წლის ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა.

"კარდიფ სიტის საფეხბურთო გუნდი მოხარულია, შეგატყობინოთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი პირველი გუნდის თავკაცია. ვინსენტ ტანთან და კლუბის შეფ მეჰმეთ დალმანთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ნორვეგიელი გაუძღვება გუნდს. მან უკვე ნახა თავისი მომავალი გუნდი ვეილის ბაზაზე. ცოტა ხანში კი პრესკონფერენცია გაიმართება", - ვკითხულობთ უელსური კლუბის საიტზე.

"კარდიფი" პირველად თამაშობს პრემიერლიგაში. ვინსენტ ტანმა რამდენიმე დღის წინ მოხსნა კლუბის ყველაზე დიდი წარმატების
შემოქმედი მალკი მაკაი, რითაც ინგლისელ გულშემატკივართა და სპეციალისტთა რისხვა დაიმსახურა.

ასევე იხილეთ:
"კარდიფის" მალაიზიელმა მეპატრონემ სპორტულ დირექტორად თავისი ვაჟის 23 წლის ყაზახი მეგობარი დანიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული