მანუელ პელეგრინი: "ბლექბერნი" საკუთარ კედლებში საშიში იქნება!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ აღნიშნა, რომ "ბლექბერნთან" ინგლისის თასის მატჩისთვის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებს განახორციელებს.

4 იანვარს, ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ბლექბერნი" თავის მოედანზე "მანჩესტერ სიტის" შეხვდება. "ბლექბერნი" ჩემპიონშიპში არცთუ წარმატებით გამოდის, მხოლოდ მეათე ადგილს იკავებს და ლიდერს 17 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", პელეგრინის გუნდი პრემიერლიგაში მეორეა და "არსენალს" მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

"შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ, რადგან ბოლო კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი თამაში ჩავატარეთ. თუმცა, ინგლისის თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტუნრირია, სადაც გვინდა წარმატებას მივაღწიოთ.

"ბლექბერნთან" მატჩი სერიოზული
გამოცდა იქნება იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა მუდმივად არ აქვთ.

ლაზარეთში გვყავს სერხიო აგუერო, მარტინ დემიჩელისი, სტევან იოვეტიჩი, მაიკა რიჩარდსი და ჯეკ როდუელი.

ვიცი, რომ "ბლექბერნი" ჩემპიონშიპში არცთუ წარმატებით ასპარეზობს, მაგრამ ასეთი გუნდები საკუთარ კედლებში ყოველთვის სახიფათონი არიან. თანაც, მეტოქე განსაკუთრებით მოტივირებული იქნება",
- აქვეყნებს პელეგრინის ნათქვამს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული