"ქალაქელებთან" სტუმრობის წინ აღმოჩნდა, რომ "ჩაქუჩებს" წამყვანი ცენტრალური მცველების, ჯეიმს კოლინსის, ჯეიმს ტომკინსისა და ვინსტონ რიდის გარეშე უნდა ეასპარეზათ. სემ ელერდაისმა მათ ნაცვლად მარცხენა მცველი ჯოი ობრაიენი და ლიგა ერთის "ვულვერჰემპტონის" კუთვნილი, მაგრამ ჩემპიონშიპში მოასპარეზე "შეფილდ უენსდიში" მოთამაშე როჯერ ჯონსონი ათამაშა, ვინც 6 იანვარს ფორსმაჟორული სიტუაციის გამო გადაიბირეს.
რა შედეგი გამოიღო ექსპერიმენტმა, ანგარიშიდანაც ჩანს. ფორმალობად ქცეული განმეორებითი შეხვედრა 21 იანვარს ლონდონში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემმა" 5 იანვარს
მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ფინალში ჯერ არ გავსულვართ, თუმცა მიზანს ძალიან მივუახლოვდით. დიდ გუნდებს ყველა იმ ტურნირში გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებთ, სადაც თამაშობენ. სწორედ ეს მიზანი გვაქვს დასახული ჩვენც. "უემბლიზე" თამაში გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი პატივი იქნება, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს პატივი ჯერ კიდევ უნდა დავიმსახუროთ".
სიტი-ვესტ ჰემი 6:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (12), 2:0 ნეგრედო (26), 3:0 ი. ტურე (40), 4:0 ნეგრედო (49), 5:0 ჯეკო (60), 6:0 ჯეკო (89)
სიტი: პანტილიმონი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კლიში, ი. ტურე (66. დემიკელისი), ხ. გარსია, დ. სილვა (73. მ. ლოპეში), ნასრი, ნეგრედო (79. კოლაროვი), ჯეკო
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, ტეილორი, ობრაიენი (76. რაცი), მაკარტნი, ნოუბლი (57. ა. დიარა), დიამე, დაუნინგი, ჯონსონი, ჯ. კოული, მაიგა (46. კ. კოული)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"