სამირ ნასრი 4 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი სამირ ნასრი ფეხის ტრავმის გამო გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს.

ფრანგი ფეხბურთელი ყავარჯნებით გადაადგილდება, რადგან მარცხენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული.

არსებობდა ეჭვი, რომ ნასრი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს გამოტოვებდა, მაგრამ მისმა მეგობარმა გოგონამ ანარა ატანასმა განაცხადა, რომ ნასრის მწყობრში ჩასადგომად ოთხი კვირა დასჭირდება.

კლუბის მხრიდან კი ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ნასრიმ ტრავმა "ნიუკასლთან" (2:0) პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში მიიღო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული