ინგლისი. ასოციაციის თასი. III ეტაპი: "მანჩესტერ სიტის" 99 [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცი მანუელ პელეგრინი საკუთარი გუნდით კმაყოფილი დარჩა. ეს სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან გუნდმა სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 99 გოლი გაიტანა, აქედან 59 პრემიერლიგაში (21 თამაში), 18 (6) ჩემპიონთა ლიგაში, 6 (2) ასოციაციის თასსა და 16 (4) ლიგის თასზე.

"სანაქებო შედეგიანობაა. გუნდში როცა მოვედი, ვთქვი, რომ უმთავრესი ტიტულების მოგებაა-მეთქი, თუმცა ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვახერხებთ ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი არც გულშემატკივრებისთვის ნიშნავს ცოტას. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება შედეგიანად ვითამაშოთ. თამაშის კონტროლითა და მინიმალური სხვაობით კმაყოფილები
არასდროს ვიქნებით. პირველიდან ბოლო წუთამდე სრულად ვიხარჯებით და ამის წყალობით დაბალანსებულ და მიმზიდველ ფეხბურთს ვთამაშობთ,"
- განაცხადა პელეგრინიმ.

"სიტის" მიღწევა პრემიერლიგის კლუბის ახალი მიღწევაა - პელეგრინის გუნდმა წინა რეკორდი 8 მატჩით გააუმჯობესა. "სიტი" ახლა პრემიერლიგაში "კარდიფს" მასპინძლობს და პირველივე გოლი გუნდისთვის მეასე იქნება სეზონში.

სიტი-ბლექბერნი 5:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (45+1), 2:0 ნეგრედო (47), 3:0 ჯეკო (67), 4:0 აგუერო (73), 5:0 ჯეკო (79)
სიტი: პანტილიმონი, რიჩარდსი (77. ჰუვსი), ლესკოტი, ნასტასიჩი, კლიში, მილნერი, ხ. გარსია, ხ. ნავასი, ფერნანდინიო (46. კოლაროვი), ნეგრედო (72. აგუერო), ჯეკო

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში უკვე 99 გოლი გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული