არსენ ვენგერი: ინგლისში ჩემპიონობისთვის 5-6 კლუბი იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში ლიდერმა "არსენალმა" მორიგი დერბი მოიგო, 2:0 დაამარცხა ლონდონის "ფულჰემი".

ორივე გოლი მეორე ტაიმში და ორივე ესპანელმა სანტი კასორლამ გაიტანა (პირველი ჯეკ უილშირის პასით).

არსენ ვენგერის გუნდი 51 ქულით პირველ ადგილზეა და "მანჩესტერ სიტის" ერთი ქულით უსწრებს.

არსენ ვენგერი (არსენალი): "ლიდერს ყოველთვის მეტი ზეწოლა აქვს, თუმცა ამას თავისი დადებითი მომენტებიც აქვს. ვფიქრობ, სჯობს კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე და უშუალო მეტოქეებზე გავაკეთოთ ხოლმე. გუნდი მუდამ ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული.

"მანჩესტერ სიტი" კარგი გუნდია, ეს კი ტიტულისთვის ბრძოლას
კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ინგლისში ახლა 5-6 კლუბია, რომელთაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. "არსენალს" მართებს თავისი საქმის მშვიდად გაგრძელება"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული