"სუონსის" ბაზაზე ფეხბურთელების ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩამდე, სადაც "სუონსი" ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდა, ინციდენტი მოხდა.

კონფლიქტი "სუონსის" ბაზაზე მონკოსა და ფლორესს შორის მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ფლორესს ჩხუბის დროს ხელში აგური ეჭირა, მაგრამ უელსური კლუბი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ფეხბურთელებს შორს ჩვეულებრივი შელაპარაკება იყო.

"ზარი კერძო ტელეფონიდან განხორციელდა, მაგრამ როცა პოლიცია მოვიდა, მათი ჩარევის აუცილებლობა აღარ გახდა საჭირო",
- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "სუონსისა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული