ინგლისი. ასოციაციის თასი. IV ეტაპი: "სიტიმ" გულშემატკივარი შეაშინა

AutoSharing Option
მხოლოდ ნოკდაუნი
"სიტიმ" საბოლოოდ მაინც მოიგო, თუმცა "ეტიჰადზე" პირველი 30 წუთის შემდეგ მაყურებელი გაოგნებული უყურებდა ტაბლოს - "ქალაქელები" ორი ბურთით აგებდნენ.

პირველად მოხდა, რომ მანჩესტერელებს შეიძლებოდა, საკუთარ არენაზე წაეგოთ (ვგულისხმობთ შიდა ასპარეზს). განსაკუთრებით სუსტად გამოიყურებოდა მასპინძელთა ცენტრალური დაცვა. მანუელ პელეგრინიმ მარტინ დემიკელისი ერთხელ სპეციალურადაც კი იხმო, რომ კონკრეტული მითითებები მიეცა. მეორე ტაიმში თამაშში ორი ახალი ფეხბურთელი ჩაერთო. განსაკუთრებით სასიკეთოდ წაადგა გუნდს ვენსან კომპანის გამოსვლა.

"ქალაქელთა" თავდასხმამ მხოლოდ მე-60 წუთისთვის გაიხსენა, რომ ყველაზე შედეგიანია მსოფლიოში. სერხიო აგუერომ ჯერ დამატებაზე, მერე ინდივიდუალური
ოსტატობის წყალობით და ბოლოს თავურით სამჯერ გამოიჩინა თავი. ამას დაემატა ალექსანდარ კოლაროვის შორეული გასროლა და ჯონათან ბონდის შეცდომა: 20 წლის გოლკიპერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა.

მანუელ პელეგრინი: "პირველი ტაიმის შემდეგ შეშფოთებული ვიყავი. ბიჭებს ჯერ კიდევ თამაშამდე ვაფრთხილებდი, რომ ქვედალიგელები ასოციაციის თასზე განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობენ და ხშირად მათ დამარცხებას ძალების სრული მობილიზაცია სჭირდება. მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. რაც მთავარია, ბევრად უფრო სწრაფად დავიწყეთ მოძრაობა. მე-60 წუთის შემდეგ კი ზუსტად ის თამაში ვაჩვენეთ, რომელსაც გულშემატკივარი უკვე შევაჩვიეთ. მესმის, რომ ჟურნალისტები ხვალ ერთ ხმაში დაიწყებთ აგუეროს ჰეთ თრიქზე წერას, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მოგებაში ყველამ თავისი განსაკუთრებული როლი ითამაშა".

მთავარია, შანსი იყოს
"ემირეიტსზე" "არსენალმა" წყვილში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გაარკვია. არსენ ვენგერის გუნდმა მეტოქეს 4-ჯერ გაუტანა და ერთი ამდენი კიდევ შეეძლო. მასპინძელს მომენტებში ხან კონცენტრაცია აკლდებოდა, ხან ფეხბურთელები სცოდავდნენ და უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს არ აძლევდნენ პასს; 1-2-ჯერ კი ერთმანეთს დარტყმაში შეუშალეს ხელი.

ლუკას პოდოლსკის ადრეული დუბლის შემდეგ მეორე ტაიმში "მეთოფეებმა" ორჯერ შეძლეს ლიგა ერთის წარმომადგენლის კარის აღება. ორჯერვე ეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გააკეთეს - ჯერ ოლივიე ჟირუმ, მერე სანტი კასორლამ. სტუმარს მთელი თამაშის განმავლობაში ორი რეალური მომენტი ჰქონდა. კარლ ბეიკერმა ბურთი ლამის 50 მეტრი ათრია და ლუკაშ ფაბიანსკიმ ბოლო მომენტში ეფექტურ ნახტომში აუღო; მეორედ კი ლეონ კლარკს შეეძლო გატანა, მაგრამ ძელს მოარტყა.

არსენ ვენგერი: "ქოვენთრი" ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, თუმცა მაინც მოვახერხეთ და ამოცანას თავი გავართვით. მეორე ტაიმის სტარტზე ტემპი დაეცა. შესაბამისად, მომენტებიც იშვიათი გახდა, მაგრამ შეცვლებმა გვიშველა. ბოლო 20 წუთში უპირატესობა ისევ ჩავიგდეთ ხელთ და ორჯერ გავიტანეთ.

პოდოლსკის თამაშით კმაყოფილი ვარ. დღეს მან დაამტკიცა, რომ ძველებურად ეხერხება მომენტების დაგვირგვინება. მისთვის მთავარია, მოედანზე იყოს. ძირითადში იწყებს შეხვედრას თუ შეცვლაზე შედის, ის ერთნაირად სახიფათოა. შემიძლია ვთქვა, რომ გერმანელი ერთნაირად მომწონს როგორც ცენტრფორვარდის, ისე გარემარბის პოზიციაზე"
.

არსენალი-ქოვენთრი 4:0
გოლები: 1:0 პოდოლსკი (15), 2:0 პოდოლსკი (27), 3:0 ჟირუ (84), 4:0 კასორლა (89)
არსენალი: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, კოშელნი, მერტეზაკერი, გიბსი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (71. ზელალემი), იოზილი, გნაბრი, პოდოლსკი (79. ჟირუ), ბენდტნერი (71. კასორლა)

ნოტინგემი-პრესტონი 0:0

ბორნმუთი-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 მოზესი (26), 0:2 სტარიჯი (61)
ლივერპული: ჯონსი, კელი (72. ფლენაგანი), კ. ტურე, შკრტელი, სისოკო, მოზესი (83. სტერლინგი), ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (83. ლ. ალბერტო), სუარესი, სტარიჯი

ბირმინგემი-სუონსი 1:2
გოლები: 1:0 ნოვაკი (15), 1:1 ბონი (67), 1:2 ბონი (69)

ბოლტონი-კარდიფი 0:1
გოლი: 0:1 კემპბელი (50)

ჰადერსფილდი-ჩარლტონი 0:1
გოლი: 0:1 ჩერჩი (54)

სიტი-უოტფორდი 4:2
გოლები: 0:1 ფორესტიერი (21), 0:2 დინი (30), 1:2 აგუერო (60), 2:2 აგუერი (79), 3:2 კოლაროვი (87), 4:2 აგუერო (90+3)
სიტი: პანტილიმონი, რიჩარდსი (46. საბალეტა), დემიკელისი, ლესკოტი, კოლაროვი, ნავასი, როდუელი (46. კომპანი), ი. ტურე, ლოპეში (57. იოვეტიჩი), აგუერო, ჯეკო

პორტ ვეილი-ბრაიტონი 1:3
გოლები: 0:1 ინსი (27), 1:1 რობერტსონი (36), 2:1 მერჩი (43), 3:1 ობიკა (78)

როჩდეილი-შეფილდ უენს. 1:2
გოლები: 0:1 მეტოკი (51), 0:2 ონიევუ (57), 1:2 როუზი (60)

საუთჰემპტონი-იოვილი 2:0
გოლები: 1:0 დო პრადო (23-პენ), 2:0 გალაგერი (70)

საუთენდი-ჰალი 0:2
გოლები: 0:1 ფრაიატი (63), 0:2 ფრაიატი (90+1)

სანდერლენდი-კიდერმინსტერი 1:0
გოლი: 1:0 მავრიასი (5)

უიგანი-პალასი 2:1
გოლები: 1:0 უოტსონი (36), 1:1 უილბრეჰემი (69), 2:1 მაკლინი (78)

სტივენეიჯი-ევერტონი 0:4
გოლები: 0:1 ნეისმიტი (6), 0:2 ნეისმიტი (32), 0:3 ჰეიტინგა (55), 0:4 გუიე (85)
ევერტონი: რობლესი, ჰიბერტი, სტოუნსი, იაგიელკა (46. ჰეიტინგა), ბეინსი, მაკარტი, ბერი, ოვიედო (21. ოსმანი), მირალიაში, მაკგიდი, ნეისმიტი

შეფილდ იუნ-ფულჰემი 1:1
გოლები: 1:0 პორტერი (31), 1:1 როდალიეგა (75)
გაძევება: დოილი (52. შეფილდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული