მიუხედავად ინტერესისა ლონდონის "ტოტენჰემის" მხრიდან, ბულგარელმა ფორვარდმა საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო.
ფეხბურთელი უკვე ჩავიდა მონაკოში და უახლოეს მომავალში ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება.
შეგახსენეთ, რომ ბერბატოვმა მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა.