ტიმ შერვუდი: მეტოქე თავდადებით გვებრძოდა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში "ჰალ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

მე-12 წუთზე მასპინძლებმა ორი ახალწვეული ფორვარდის წყალობით გახსნეს ანგარიში - ნიკიცა იელავიჩმა შეინ ლონგს გაატანინა.

"ტოტენჰემი" პაულინიომ გადაარჩინა - 61-ე წუთზე საჯარიმოს ცენტრიდან გაიტანა.

ტიმ შერვუდი (ტოტენჰემი): "ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. მეორე ტაიმში კარგი საგოლე მომენტებიც შევქმენით. საერთო ჯამში, უფრო 2 ქულა დავკარგეთ, ვიდრე ერთი შევიძინეთ, მაგრამ მეტოქეც კარგი იყო, არ შეიძლება ამის დავიწყება. მეტოქე თავდადებით გვებრძოდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული