მანჩესტერელები პირველ ადგილზე მყოფ ლონდონის "არსენალს" 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო დღევანდელ მეტოქე "ჩელსისთან" მათ 3-ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ.
"მე არ ვფიქრობ, რომ ამ მატჩს შეუძლია გადაწყვიტოს ჩემპიონის ბედი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვის, რადგან მოგების შემთხვევაში, "არისტოკრატებთან" სხვაობა 6 ქულით გაიზრდება.
ჩვენ ვიბრძვით ოთხი ტიტულისთვის და უამრავი მატჩი გვაქვს გასამართავი. ვიმედოვნებ, რომ
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ლონდონის "ტოტენჰემთან" (5:1) მოგებულ შეხვედრაში სტევან იოვეტიჩმა პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი მიითვალა.
ასე რომ, "ჩელსისთან" მოგების შემთხვევაში, მანუელ პელეგრინის შეგირდები ინგლისის ჩემპიონატში ლიდერობას დაიბრუნებენ.