რაიან გიგზი და გარი ნევილი საფეხბურთო აკადემიის გახსნას აპირებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერი იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა რაიან გიგზმა და გარი ნევილმა ინგლისის ერთ-ერთ სამოყვარულო ლიგაში (ჩრდილოეთ პრემიერლიგა) მოასპარეზე კლუბ "სელფორდ სიტის" შეძენა გადაწყვიტეს.

როგორც ცნობილი გახდა, მათ საფეხბურთო აკადემიის გახსნა სურთ.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ნევილისა და გიგზის პირველი ერთობლივი ბიზნესი, ისინი ასევე არიან ერთ-ერთი რესტორნის მფობელები და თურმე მანჩესტერში სინაგოგის აშენებაც აქვთ განზრახული.

ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექემი, ცნობილ კალათბურთელ ლებრონ
ჯეიმსთან ერთად, ამერიკაში ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის შეძენას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული