ჩელსი-ნიუკასლი 3:0 - "არისტოკრატები" გალიდერდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" ბელგიელი ედენ აზარის ჰეთთრიკის წყალობით 3:0 დაამარცხა "ნიუკასლ იუნაიტედი".

ამ მოგებით და "არსენალის" მარცხის წყალობით, ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონატში 56 ქულით გალიდერდა. "ნიუკასლი" 37 ქულით მე-8 ადგილზეა.

27-ე წუთზე ედენ აზარმა ბრანისლავ ივანოვიჩთან გაითამაშა ბურთი და გახსნა ანგარიში.

34ე წუთზე აზარმა კომბინაცია უკვე სამუელ ეტოოსთან გაითამაშა და კამერუნელის ბრწყინვალე პასის წყალობით გაიტანა.

63 ედენ აზარმა ჰეთთრიკი პენალტის ნიშნულიდან შეასრულა, რომელიც ეტოოს წაქცევისთვის დანიშDნა.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ედენს დღეს რაიმე განსაკუთრებულად არ უთამაშია - ის
კარგა ხანია, სულ ასე თამაშობს, უბრალოდ, დღეს სამი გოლი გაიტანა. "ჰალთან", "სიტისთან", "საუთჰემპტონთან", რომელი ჩამოვთვალო - ყველგან დიდებულად ითამაშა. ის იზრდება, როგორც ფეხბურთელი. მისთვის დამახასიათებელია შესაშური სიჯიუტე და უდიდესი სპორტული ამბიციები.

ვიცი, რომ დღეს ლიდერები ვართ, მაგრამ მე ყოველთვის მე-5 ადგილს ვუყურებ და მსურს, რაც შეიძლება შორს ვიყო მეხუთე ადგილისგან. ხვალინდელ თამაშებს ამის გამო დიდი ინტერესით ვუყურებ. აი, როცა მე-5 ადგილს ძალიან დავშორდებით, მერე დავაკვირდები "არსენალს", "სიტის" და "ლივერპულს" და ვნახოთ, იქნებ დიდი გეგმებიც დავსახოთ".

ალან პარდიუ (ნიუკასლი): "ბელგიელი დღეს თითქოს ყველგან იყო, ყველა ეპიზოდში, მისი თითოეული მოძრაობა მსოფლიო კლასისა იყო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული