ნორვიჩი-მანჩესტერ სიტი 0:0 ხელიდან გაშვებული შანსი

AutoSharing Option
"არსენალის" წაგებით ვერ ისარგებლა პრემიერლიგის 25-ე ტურში მანუელ პელეგრინის "მანჩესტერ სიტიმ", რომელიც სტუმრად "ნორვიჩ სიტისთან" დაზავდა - 0:0.

"მანჩესტერ სიტის" 54 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, "ნორვიჩი" მე-16 ადგილზეა 25 ქულით.

უგოლობის მოუხედავად, ურიგო მატჩი არ ყოფილა, ერთი-ორჯერ იყოჩაღა "სიტის" გოლკიპერმა ჯო ჰარტმა, ერთხელ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა მასპინძელთა გოლი.

"სიტის" რიგებში საგოლე შანსები ალვარო ნეგრედოს, ხესუს ნავასს და ედინ ჯეკოს ჰქონდათ.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, რომ ვერაფრით მოვიგეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, მაგრამ
ჩვენ წინ იდგა გუნდი, რომელიც დიდებულად იცავდა თავს.

ჩვენი ფორვარდები: აგუერო, ნეგრედო და ჯეკო 100%-ით არ იყვნენ მზად. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი წინაა, ყველა გუნდი დაკარგავს ქულებს, გასათამაშებელი კიდევ 39 ქულაა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანუელ პელეგრინი: "მანჩესტერ სიტის" ჩამოწერა ჯერ ადრეა------------------------------------------------------------------------------------------------არც ისე ადრეა,შემდეგ კვირას ბარსას შეხვდებით და თქვენ ჩამოწერასაც გააფორმებთ.
giorgi
19:28 09-02-2014
0

სიახლეები პოპულარული