ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტურის შეჯამება: ისევ მომავლის იმედად

AutoSharing Option
მისაღები სიმაღლე
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ის, რაც „ენფილდზე" მოხდა, „ლივერპულის" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრისთვისაც კი ძნელად წარმოსადგენი იყო და მით უმეტეს, „არსენალთან" შეხვედრის წინ. შკრტელისა და სტერლინგის დუბლების ჩათვლით, უცნაური ბევრი რამ მოხდა, რამაც ბრენდან როჯერსი შესანიშნავ ხასიათზე დააყენა. აი, რა თქვა ჩრდილოირლანდიელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:

- თითოეულმა ფეხბურთელმა განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. შეხედეთ კოუტინიოს, ვის მთავარ პლუსადაც აქამდე ტექნიკა და პასები მიიჩნეოდა. ბრაზილიელმა გვიჩვენა, რომ პრესინგის თამაშიც შეუძლია და ბურთის ართმევისთვის ბრძოლაც. სტერლინგი შეუდარებელი იყო. ის ჯერ 19 წლისაა, თუმცა უკვე დარწმუნებული
ვარ, რომ ინგლისს მასზე უკეთესი გარემარბი არ ჰყავს. დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია უძლიერეს მეტოქესთან ასეთ დონეზე თამაში. დღევანდელი, „ტოტენჰემთან" და „ევერტონთან" მატჩები ამის ნათელი დადასტურებაა
.

90 წუთი მეტოქის ნახევარზე
ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა ცხრილის უკანასკნელ საფეხურზე გამაგრებულ გუნდს საშინაო დაპირისპირებაში ვერ სძლია. "იუნაიტედმა" "ფულჰემის" უკანა ხაზს ლამის განკითხვის დღე მოუწყო, თუმცა ეს სამი ქულისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ვინ მოთვლის, დაცვის ხაზმა მერამდენედ დააღალატა დევიდ მოიესი და კომპანია. შოტლანდიელი მატჩის შემდეგაც დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა:

- წარმოდგენა არ მაქვს, კიდევ რისი გაკეთება შეგვეძლო მოსაგებად. მთელი თამაშის განმავლობაში უდიდესი უპირატესობა გვქონდა და შეგვეძლო, დიდი ანგარიშითაც კი გაგვემარჯვა. 2:1-ის შემდეგ მხრებიდან თითქოს დიდი ტვირთი ჩამომხსნეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარ გავუშვებდით, რადგან ბოლო წუთებში მეტოქე ბურთს ვეღარც კი ეკარებოდა. იმისთვის, რომ გაეთანაბრებინათ, სასწაული სჭირდებოდათ და ეს მაინც მოხდა.

აშკარაა, საქმე ბოლომდე რომ ვერ მივიყვანეთ, ჩვენი ბრალია, ალბათ, მომენტებში ზეწოლა არასათანადო იყო. იმედია, სეზონის დარჩენილ ნაწილს გუნდი უფრო მაღალ დონეზე ჩაატარებს
.

ტურის ფაქტები
„ლივერპულმა" შეწყვიტა „არსენალთან" „ენფილდზე" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია.
„ლივერპულმა" „არსენალს" 1964 წლის შემდეგ პირველად გაუტანა 5 გოლი.
1996 წლის დეკემბრის შემდეგ „ლივერპულმა" პირველად გაიტანა პირველ წუთზე.
„ლივერპულს" 13 ტურში 15 გოლი სჭირდება პრემიერლიგაში თავისი შედეგიანობის რეკორდის (77) გასაუმჯობესებლად.
მერსისაიდელებმა პირველ 20 წუთში 4 გოლი გაიტანეს. პრემიერლიგაში მხოლოდ სამმა გუნდმა: „ლესტერმა", „არსენალმა" და „იუნაიტედმა" მოახერხა ეს უფრო სწრაფად.
მეოთხედ მოხდა (მიმდინარე სეზონში მეორედ), რომ პრემიერლიგაში „არსენალმა" 5 და მეტი გოლი გაუშვა.

***
ვესტჰემელმა კევინ ნოლანმა მიჯრით მეორედ მიითვალა დუბლი. მისთვის ეს „ასტონ ვილას" კარში გატანილი მე-6-მე-7 გოლები აღმოჩნდა.
90 წუთის განმავლობაში კარში მხოლოდ 3 დარტყმა წავიდა ზუსტად.
„ვესტ ჰემმა" მეთორმეტედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.

***
„ჩელსიმ" „სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს ხელში ჩემპიონატის 73-ე თამაში ჩაატარა წაუგებლად (57მ, 16ფ).
„ჩელსიმ" ბოლო 8-დან 7 ტურში იმარჯვა, უკანასკნელ 9 შეხვედრაში კი მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
ედენ აზარი მე-14 ჩელსელია, ვინც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ნიუკასლს" ბოლო 7 ტურში 1 გოლი აქვს გატანილი, 8 მატჩში კი ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

***
„პალასთან" პირველი წრის შეხვედრის შემდეგ „ვესტ ბრომვიჩმა" 15 ტურში ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
სეზონში პირველად მოხდა, რომ „პალასმა" ერთ ტაიმში 2 გოლი გაიტანა.
ტომ ინსს მამის, პოლ ინსის ფეხბურთიდან წასვლის 10 წლის თავზე ჰქონდა დებიუტი პრემიერლიგაში.

***
„ნორვიჩი"-„სიტის" 0:0 უცნაური იყო, რადგან ამ გუნდების ბოლო 6 შეხვედრაში 37 გოლი იყო გასული.
„სიტიმ" 2012 წლის იანვრის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა ზედიზედ 2 შეხვედრაში.

***
პრემიერლიგაში სტოკელ პიტერ კრაუჩზე (42) მეტი თავური მხოლოდ დიონ დაბლინსა (45) და ალან შირერს (46) აქვთ გატანილი.
კრაუჩმა „საუთჰემპტონთან" ჩემპიონატში 85-ე გოლი გაიტანა და გაასწრო კრიშტიანო რონალდოს, კარლოს ტევესსა და ფერნანდო ტორესს.

***
4-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ „სანდერლენდი" დამარცხდა „ჰალთან", გუნდთან, რომელსაც იქამდე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა (5ქ).
ვეს ბრაუნი პრემიერლიგის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ სეზონში სამჯერ (ან მეტჯერ) არის გაძევებული.

***
„სუონსიმ" 2013 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორ საშინაო შეხვედრაში.
„კარდიფმა" ბოლო 6 ტურში მე-5 წააგო.
„კარდიფმა" ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაუშვა მინიმუმ 1 გოლი მაინც. ამავე პერიოდში გუნდმა მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა გატანა.

***
ემანუელ ადებაიორმა მე-6 გოლი გაიტანა სეზონში, თუმცა პირველი „უაით ჰართ ლეინზე". უკანასკნელი, რომლისთვისაც ტოგოელს გატანილი ჰქონდა გასული წლის აპრილში, „ევერტონი" იყო.
„ევერტონს" ბოლო 6 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს (3ფ, 2წ).

***
ხუან მატამ „იუნაიტედში" 3 თამაშში 3 საგოლე პასი მიითვალა. აქედან 2-ჯერ მან რობინ ვან პერსის გაატანინა.
„იუნაიტედს" „ფულჰემთან" „ოლდ ტრეფორდზე" მიჯრით 9 მოგება ჰქონდა.
დარენ ბენტმა „ოლდ ტრეფორდზე" ბოლო 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ყველა სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში.

XXV ტურის სიმბოლური ნაკრები
უგო ლორისი (ტოტენჰემი) - კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), მარტინ შკრტელი (ლივერპული), მეინორ ფიგეროა (ჰალი) - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), ტომას ინსი (პალასი) - უეინ რუტლეჯი (სუონსი), ედენ აზარი (ჩელსი), რაჰემ სტერლინგი (ლივერპული) - სამუელ ეტო'ო (ჩელსი)

სტატისტიკა XXV ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
23 - ლუის სუარესი (ლივერპული)
15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
12 - იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ჩელსი)

საუკეთესო მეპასეები
8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მესუთ იოზილი (არსენალი), ლუის სუარესი (ლივერპული), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
7 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

გოლი+პასი
31 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 23+8
20 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 15+5
18 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 15+3
17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+8, ედენ აზარი (ჩელსი) - 12+5

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
11 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)
9 - მატიე დებუში (ნიუკასლი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), მატიო ფლამინი (არსენალი), ვეს ბრაუნი (სანდერლენდი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი – 1.

XXVI ტურის წინ

11 თებერვალი
კარდიფი-ასტონ ვილა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ე. ტეილორი, ჰადსონი - ვლაარი, ოკორე, ჰერდი, კოზაკი, ნზოგბია
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +13=3-16 (36-44)

ჰალი-საუთჰემპტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: მაკგრეგორი -
ტრავმა: - ლოვრენი, რამირესი, ვანიამა, გალაგერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1=3-5 (11-18)

ვესტ ჰემი-ნორვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: კეროლი -
ტრავმა: ვას ტე, ობრაიენი, დიამე, ჯ. კოული - მ. ტერნერი, სნოდგრასი, ჰაუსონი, გუტიერესი, ე. ბენეტი, რ. ბენეტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +11=11-13 (41-41)

ბრომვიჩი-ჩელსი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოლსონი, სესინიონი, ანელკა - ტორესი, ვან გინკელი, ტერი, კალაში
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +32=24-43 (147-168)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული