"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი იაია ტურე "ნორვიჩთან" (0:0) პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში დაფიქსირებული ეპიზოდის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დაისჯება. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
ტურემ რიკი ვან ვოლფსვინკელს დაარტყა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ჯონ მოსმა ეს ვერ დაინახა.
ამასთან ერთად, არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შეუმჩნევია არასპორტული საქციელი ფეხბურთელის მხრიდან.