იაია ტურე სამმატჩიან დისკვალიფიკაციას გადაურჩა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი იაია ტურე "ნორვიჩთან" (0:0) პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში დაფიქსირებული ეპიზოდის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დაისჯება. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

ტურემ რიკი ვან ვოლფსვინკელს დაარტყა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ჯონ მოსმა ეს ვერ დაინახა.

ამასთან ერთად, არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შეუმჩნევია არასპორტული საქციელი ფეხბურთელის მხრიდან.

გამომდინარე აქედან, ასოციაციამ ტურე არ დასაჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული