"ვესტ ბრომვიჩი"-"ჩელსის" გამოხმაურება: ჟოზე მოურინიოს თეორიის ავ-კარგი [VIDEO]

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო თავმდაბლობით არასოდეს გამოირჩეოდა. შესაბამისად, მისი განცხადებები, რომ "ჩელსი" მხოლოდ მომდევნო სეზონისთვის იქნებოდა მზად ჩემპიონობისთვის, ერთი შეხედვით, მორიგ ხრიკად აღიქმება.

მეორე მხრივ, ლონდონელთა მოულოდნელი წაფორხილებები ჩემპიონატის არცთუ გამორჩეულ გუნდებთან ("ვესტ ჰემი" და ახლა უკვე "ვესტ ბრომვიჩიც") გვაფიქრებინებს, რომ პორტუგალიელის თეორია შეიძლება სადღაც ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან. "ლურჯებმა" "ჰაუტორნსზე" მეტოქეს, პრაქტიკულად, ყველაფერში აჯობეს, თუმცა ბოლო 20 წუთში თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვეს და დაისაჯნენ. პორტუგალიელის შეგირდები უსაშველოდ შორს იყვნენ თამაშის იმ ხარისხისგან, რაც "ეტიჰადზე" აჩვენეს რამდენიმე დღის წინ. მოურინიოს მატჩისშემდგომი დასკვნა, რომ
შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა, სამართლიანი გვეჩვენება:

" მთელი ერთი საათი მოედანზე ფეხბურთს მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით, მაგრამ შეხვედრის ბედი მაინც ვერ გადავწყვიტეთ. არადა, ამისთვის უამრავი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დასაწყისში.

ამას მოჰყვა ჯერ 10-წუთიანი ცუდად ჩატარებული მონაკვეთი, ბოლო 20 წუთი კი მასპინძელმა გვაჯობა და ყველაფერი გააკეთა შედეგის მისაღებად. მათმა მონდომებამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. 1:1-ის შემდეგაც კი საკუთარ საჯარიმოში იმდენად ვიყავით გამოკეტილები, რომ პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემს უკანახაზელებს ფიზიკურად აღარ ჰყოფნიდათ ძალები, თავდამსხმელებმა კი მეტოქეზე ზეწოლა შეწყვიტეს და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა წყვეტს ყველაფერს, რაც დღეს ძალიან გვაკლდა. ჩემი გუნდი მზად არ აღმოჩნდა ამ თამაშისთვის"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტატიის სათაურში მოხსენიებული "თეორია" სად არის ვერ გავიგე, სტატიის დასაწყისში "....თავმდაბლობით არასოდეს გამოირჩეოდა" რავ შუაშია ვერც ეს გავიგე. მე ინგლისურ საიტზე წავიკითხე მისი კომენტარები და ანალიზი, კაცი ობიექტურად აანალიზებს ყველაფერს. თქვენი სტატია კი არც პროფესიონალურია ფეხბურთის ცოდნის თვალსაზრისით და არც სათაურის ადეკვატური ჟურნალისტური თვალსაზრისით. მხოლოდ კეთილი სურვილებით და ჩვენი ინტელექტის პატივისცემის ნიშნად
რეზო110
10:26 13-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული