მეორე მხრივ, ლონდონელთა მოულოდნელი წაფორხილებები ჩემპიონატის არცთუ გამორჩეულ გუნდებთან ("ვესტ ჰემი" და ახლა უკვე "ვესტ ბრომვიჩიც") გვაფიქრებინებს, რომ პორტუგალიელის თეორია შეიძლება სადღაც ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან. "ლურჯებმა" "ჰაუტორნსზე" მეტოქეს, პრაქტიკულად, ყველაფერში აჯობეს, თუმცა ბოლო 20 წუთში თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვეს და დაისაჯნენ. პორტუგალიელის შეგირდები უსაშველოდ შორს იყვნენ თამაშის იმ ხარისხისგან, რაც "ეტიჰადზე" აჩვენეს რამდენიმე დღის წინ. მოურინიოს მატჩისშემდგომი დასკვნა, რომ
" მთელი ერთი საათი მოედანზე ფეხბურთს მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით, მაგრამ შეხვედრის ბედი მაინც ვერ გადავწყვიტეთ. არადა, ამისთვის უამრავი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დასაწყისში.
ამას მოჰყვა ჯერ 10-წუთიანი ცუდად ჩატარებული მონაკვეთი, ბოლო 20 წუთი კი მასპინძელმა გვაჯობა და ყველაფერი გააკეთა შედეგის მისაღებად. მათმა მონდომებამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. 1:1-ის შემდეგაც კი საკუთარ საჯარიმოში იმდენად ვიყავით გამოკეტილები, რომ პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემს უკანახაზელებს ფიზიკურად აღარ ჰყოფნიდათ ძალები, თავდამსხმელებმა კი მეტოქეზე ზეწოლა შეწყვიტეს და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა წყვეტს ყველაფერს, რაც დღეს ძალიან გვაკლდა. ჩემი გუნდი მზად არ აღმოჩნდა ამ თამაშისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"