60 წლის გერმანელი სპეციალისტის კონტრაქტი ცხრილის ბოლოში მყოფ "ფულჰემთან" წელიწადნახევარზეა გათვლილი.
"დესპოტ ფელიქსს" აქამდე მხოლოდ თავის სამშობლოში უმუშავია, სადაც სამჯერ გახდა ჩემპიონი, 2012 წლის ოქტომბერში, "შალკედან" წასვლის შემდეგ კი აღარსად უმუშავია.
"ძვირფასო მეგობრებო, ფეხბურთში დავბრუნდი. ამიერიდან "ფულჰემს" გავწვრთნი.
პრემიერლიგა ფანტასტიკური ადგილია სამუშაოდ, როგორც ნებისმიერი მწვრთნელის, ისე ფეხბურთელისთვის, "ფულჰემი" კი - უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბია. მისმა მფლობელმა შაჰიდ ხანმა თანადგომა გამომიცხადა და ახლა მე ვარ ამ გუნდის მწვრთნელი",