უეინ რუნის ევერტონული comeback?

AutoSharing Option
"ევერტონის" პრეზიდენტი ბილ კენრაიტი არ გამორიცხავს, რომ უეინ რუნი ლივერპულურ კლუბში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ლივერპულელი რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წელს სწორედ "ევერტონის" რიგებიდან გადავიდა. იგი მერსისაიდელების აღზრდილია.

"კარიერის დასრულების წინ დაბრუნდება თუ არა რუნი "ევერტონში"? დიახ, რატომაც არა?

იგი დაბრუნდება "გუდისონ პარკზე". უეინი "ევერტონის" გულშემატკივარია, ისევე, როგორც მისი ოჯახი. გაგვიხარდება, თუ ის ისევ ჩვენთან იქნება. თუმცა მე მხოლოდ მრჩეველი ვარ, დანარჩენი რობერტო მარტინესის გადასაწყვეტია", - თქვა კენრაიტმა და ცეცხლზე ნავთი დაასხა, რადგან ბოლო დროს ამაზე ისედაც ბევრს ლაპარაკობდნენ.

შეგახსენებთ, რომ
ახლახან 29 წლის რუნიმ ინგლისის ნაკრებში მე-100 საიუბილეო მატჩი გამართა. ფორვარდის ასაკიდან გამომდინარე, ჯერ ალბათ ნაადრევია ევერტონელთა შეფების იმედები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული