ლონდონის "არსენალის" წამსვლელ-მომსვლელები

AutoSharing Option
როგორც ამბობენ, არსენ ვენგერს საბოლოოდ მაინც მოუწევს დათმობაზე წასვლა და მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილო შემტევების, ლუკას პოდოლსკისა და ხოელ კემპბელის გაშვება.

აქამდე ფრანგი სპეციალისტი მტკიცე უარზე იდგა, მაგრამ არც გერმანელი და არც კოსტარიკელი ამ სიტუაციასთან შეგუებას არ აპირებენ. 29 წლის პოდოლსკით მშობლიური "კიოლნი" და მილანის "ინტერი" არიან განსაკუთრებით დაინტერესებულნი, ხოლო 22 წლის კემპბელს "ევერტონი", "სუონსი" და "ვესტ ბრომვიჩი" უტრიალებენ.

პოლდი "მეთოფეებმა", შესაძლოა, გაყიდონ კიდეც; აი, კემპბელს რაც შეეხება, მისი გაშვება იჯარით ურჩევნიათ.

თავის მხრივ, "არსენალს" დაცვის გაძლიერება უნდა და მიზანში
"მეთოფეებს" გლაზგოს "სელტიკის" ჰოლანდიელი მცველი ვირხილ ვან დიიკი ამოუღიათ, მაგრამ შოტლანდიურმა კლუბმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ 23 წლის მოთამაშის წაყვანა ვინმეს სერიოზულად განუზრახავს, ჯიბეზეც გვარიანად უნდა გაიკრას ხელიო.

კიდევ ერთი უკანახაზელი, რომელსაც ვენგერმა თვალი დაადგა, "ბაზელის" ფაბიან შერია, მაგრამ მასში შემცილებლად "ემირატების" მკვიდრებს ჩემპიონთა ლიგაზე თანაჯგუფელი "დორტმუნდი" ჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული