შეგახსენებთ, რომ ტორესი "როსონერიში" იჯარის წესით იმყოფება.
Mirror-ის ინფორმაციით, "მილანი" ტორესთან განშორებას გეგმავს, რომელიც აგვისტოში აიყვანა.
თავის მხრივ კი, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანელის დაბრუნებით დაინტერესებული არ არის.
სავარაუდოდ, "ჩელსი" "მილანთან" საიჯარო გარიგების ანულირებას დათანხმდება და იანვარში ინგლისურ კლუბებს ტორესს უფასოდ შესთავაზებს.
მიმდინარე სეზონში ტორესმა სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.