გილერმო ოჩოა იანვარში "ლივერპულში" გადავა

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრებისა და "მალაგას" მეკარეს, გილერმო ოჩოას შესაძლებლობა ექნება, "ლივერპულის" ძირითადი გოლკიპერის სტატუსისთვის იბრძოლოს.

გამოცემა Express-ის ინფორმაციით, "ლივერპული" უკვე მოელაპარაკა "მალაგას" ოჩოას ტრანსფერზე, რომელიც იანვარში განხორციელდება.

ტრანსფერის თანხად 3 მილიონი ფუნტი სახელდება. ოჩოა "ლივერპულში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გადავა.

ოჩოამ მიმდინარე სეზონში "მალაგას" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი გარსია "მალაგას" ძირითად მეკარედ კარლოს კამენის მოიაზრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული