არსენ ვენგერი და შეუსრულებელი დაპირებები

AutoSharing Option
დიდი მწვრთნელების ბიოგრაფიებში ყველაფერი იდეალურად ვერ არის და ვერც იქნება.

ეს ბუნებრივიცაა - ისინი ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ჩვენს დღევანდელ წერილში თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი დამრიგებლის, არსენ ვენგერის შეუსრულებელ დაპირებებზე უნდა დავწეროთ...

"ჩელსისთან" მატჩის წინ, 2010 წლის ოქტომბერი
"ჩვენ ბოლო სეზონებში ვეღარ ვიგებთ პრემიერლიგას, მაგრამ საუკეთესო გუნდებს შორის კი ვართ.
სწორედ კვირას უნდა დაიწყოს "არსენალის" ახალი აღმავლობა. მეტოქე რთულია, მაგრამ არა - დაუმარცხებელი. დარწმუნებული ვარ, კვირას "არსენალი" მოიგებს.

ფაქტი: 3 ოქტომბერი. ჩელსი-არსენალი 2:0

ფაბრეგასის შენარჩუნებაზე, 2010 წლის ოქტომბერი
"ფაბრეგასის შენარჩუნების შანსებს ძალიან ოპტიმისტურად
ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთან კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს და ძალიან წარმატებულიც იქნება. მე დავარწმუნე სესკი, რომ "არსენალში" უნდა დარჩეს. მას მოსწონს აქაურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დაგვტოვებდა".

ფაქტი: შემდეგი სეზონი ფაბრეგასმა "ბარსელონაში" დაიწყო

ნასრის თემა, 2011 წლის ივლისი
"ჩემთვის, სამირ ნასრისთან დაკავშირებით, არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს. სიტუაცია ცხადია და ერთმნიშვნელოვანი - ის ნებისმიერ შემთხვევაში "არსენალში" რჩება. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ მის წაყვანაზე უარი ვუთხრათ სხვადასხვა კლუბს და ამ უფლებას აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს ჩვენი მოვალეობაა. როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "არსენალი" ამბიციური კლუბია, თუ ნასრის და ფაბრეგასს ვერ შევინარჩუნებთ?!"

ფაქტი: ზუსტად 41 დღის შემდეგ სამირ ნასრი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა

ვან პერსის ახალ კონტრაქტზე, 2011 წლის ოქტომბერი
"ვან პერსისთან დაკავშირებით სანერვიულო საერთოდ არაფერია. მას 18-თვიანი მოქმედი კონტრაქტი დარჩა "არსენალთან". გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს".

ფაქტი: 18 თვის შემდეგ რობინ ვან პერსიმ ინგლისის პრემიერლიგა მოიგო... "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად

არშავინის ამბავი, 2012 წლის იანვარი
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ისეთი მაღალი დონის მოთამაშე, როგორიც ანდრეი არშავინია. ამით "არსენალი" ცხოვრებას გაირთულებს. ზამთრის ბოლო სატრანსფერო დღე, 24 თებერვალი კარს მოგვადგა, მაგრამ არანაირი ტრანსფერი! არშავანი რჩება.

ფაქტი: ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად ორი წუთით ადრე ანდრეი არშავინი "ზენიტში" გადავიდა იჯარის წესით

მეგატრანსფერების თაობაზე, 2012 წლის დეკემბერი
"ჩვენ არ ვცვლით "არსენალის" მთავარ სატრანსფერო ვექტორს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრანსფერებს საერთოდ აღარ განვახორციელებთ. რატომღაც, საფეხბურთო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ მე ძუნწი მწვრთნელი ვარ. ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები არ არის ულევი. "არსენალი" არ გააკეთებს ძვირ ტრანსფერებს. ფული დღევანდელ ფეხბურთში ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა - ყველაფერს".

ფაქტი: შემდეგ ოთხ წელიწადში "არსენალმა კლუბის ისტორიაში ოთხი სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა. "მეთოფეებმა" იყიდეს მესუთ იოზილი, ალექსის სანჩესი, კალუმ ჩემბერსი და დენი უელბეკი

ბოლო დაპირება: უახლოეს სამ წელიწადში პრემიერლიგის მოგება! 2014 წლის დეკემბერი
"ჩვენ არ გამოგვივიდა კარგი სტარტი, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამას ველოდი კიდეც. მინდა ხაზგასმით ვთქვა: უახლოეს სამ წელიწადში "არსენალი" აუცილებლად მოიგებს პრემიერლიგას. საჩემპიონო სეზონი შეიძლება იყოს თითოეული - უახლოესი სამიდან".

"არსენალის" გულშემატკივრებმა ბოსის ქადილი მოისმინეს და კლუბის ბოლო საშინაო მატჩში ასეთი ბანერი გადმოფინეს "ემირეითსის" ტრიბუნიდან: "არსენ, გმადლობთ ტკბილი მოგონებებისთვის, მაგრამ დამშვიდობების დროა"!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი მასალაა ა ესეთი საკითხავი რამეები წერეთ
soso
16:20 21-12-2014
0
ხო ძაან მაგარი მასალაა :D აბა ქეცბაიასავით უნდა ილაპარაკოს წინასწარ წაგებული გვაქვს და რა აზრი აქ ყველაფერსო?
emre
17:09 21-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული