შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტული მდგომარეობები "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის "ტკივილია", ლონდონელები ძალიან იშვიათად იყენებენ სტანდარტულებს და ასეთ დროს გოლების გატანა უჭირთ, რაზეც ფრანგი სპეციალისტი მუდამ წუწუნებს. მეორე მხრივ, ბოლო დროს "
უახლოესი მატჩი დედაქალაქელებს "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" აქვთ საკუთარ "ემირეიტსზე", ხოლო შემდეგ ლონდონური დერბი ელით "ბოლეინ გრაუნდზე" "ვესტ ჰემთან" და ამას 1-ელ იანვარს ასევე რთული საგარეო მატჩი მოსდევს რონალდ კუმანის "საუთჰემპტონთან", რომელმაც, როგორც იქნა, მოგების გემო გაიხსენა და თითქოს, კრიზისის დაძლევისკენ გადადგა ნაბიჯი. მუსიე არსენი უახლოეს მატჩზე ნერვიულობს და ქპრ-ის მთავარ მეგოლეს, ჩარლი ოსტინს უფრთხის.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ ინგლისელი ფორვარდი ასე შედეგიანად და კარგად თამაშობს. ჩარლი არც ისე დიდი ხნის წინ ქვედა ლიგებში თამაშობდა, ხოლო ახლა პრემიერლიგაში ბრწყინავს. ეს მის ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე, ნიჭსა და შეუპოვრობაზე მეტყველებს. ეს უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია" - ამბობს ვენგერი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც "არსენალის" თავკაცი უახლოეს მომავალში ელოდება, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებაა. აარონ რემზი, თეო უოლკოტი და ლორან კოშელნი, წესით, უახლოეს დღეებში უნდა დაუბრუნდნენ მინდორს, ხოლო ორი ასევე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის, მესუთ იოზილისა და მიკელ არტეტას ათამაშებას იგი იანვრის პირველ ნახევარში ელოდება.
"უახლოეს მომავალში რთული კალენდარი გვაქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და მზად შევხვდეთ. 2015 წელს კი, მჯერა, რომ ბევრად უფრო წარმატებულად და სტაბილურად თამაში შეგვიძლია, თუ მოვახერხებთ და ტრავმების ეპიდემიას თავს ავარიდებთ", - განაცხადა ვენგერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"