ანდონი სუბისარეტა "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

AutoSharing Option
ფოტოზე: ანდონი სუბისარეტა და ხოსეპ მარია ბარტომეუ

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა კლუბის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - წერს ესპანური გამოცემა El Confidencia-იl.

წყაროს ცნობით, სუბისარეტა უკმაყოფილოა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ხოსეპ ბარტომეუს პოლიტიკით. ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარის აზრით, ბარტომეუ ანგრევს ყველაფერს, რაც მისმა წინამორბედმა სანდრო როსელმა შექმნა.

სუბისარეტა არ სარგებლობს ბარტომეუს მხარდაჭერით და აპირებს, თავად დაიკავოს მისი პოსტი, თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

"ბარსელონაში" პრეზიდენტის არჩევნები 2018 წელს ჩაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული