ფეხბურთელები, რომლებიც მალე ინგლისის ნაკრებში გამოჩნდებიან

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები იანვრის ბოლოს "სენტ ჯორჯ პარკის" ტერიტორიაზე არსებულ ცენტრში შეიკრიბება, სადაც როი ჰოჯსონი და ძმანი მისნი განვლილ წელს გადაავლებენ თვალს და მომავალ, იმ დროისთვის უკვე დამდგარ 2015 წელზე ისაუბრებენ და მიზნებს დაისახავენ. 2015 წელს პირველი შეხვედრა ინგლისს 27 მარტს აქვს ლიტვასთან.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ჰოჯსონმა სწრაფი ტემპებით გააგრძელა ნაკრების გადახალისება, რომელიც ჯერ კიდევ პროცესშია და ინგლისელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჰოჯსონმა 6-ივე ჩატარებული მატჩი მოიგო, რომლებიდანაც 4 ოფიციალური შეხვედრა გახლდათ, ხოლო 2 ამხანაგური. ინგლისელებმა 15
ბურთი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

"ჩვენი უახლოესი მიზანია, გუნდი უპრობლემოდ გავიდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრესი სტაბილურად გაგრძელდეს. 2015 წლის ბოლოსკენ იმაზე უკეთესი გუნდი უნდა ვიყოთ, ვიდრე წლის დასაწყისში ვიქნებით; ხოლო უშუალოდ ფინალურ ეტაპზე, იმედია, ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი და სერიოზული ნაკრები გვეყოლება" - განაცხადა ჰოჯსონმა.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2015 წელს, სავარაუდოდ, შანსს მისცემს რამდენიმე ახალ სახესაც, ასეთი ნაბიჯების გადადგმას ჰოჯსონი არ ერიდება. მაგალითად, "ტოტენჰემის" ახალგაზრდა თავდამსხმელი ჰარი კეინი და ქპრ-ს ფორვარდი ჩარლი ოსტინი თავიანთ შანსებს ელოდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული