იაია ტურე: თაყვანისმცემელი გოგონები ძალიან მაწუხებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ლიდერი იაია ტურე თურმე ხშირად იცვლის ტელეფონის ნომერს, რომ მომაბეზრებელი თაყვანისმცემლებისგან იხსნას თავი.

"ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა მყავს. რომ არ შემაწუხონ ტელეფონის ნომერს ხშირად ვიცვლი. ბევრ თაყვანისმცემელს კავშირები აქვს და ჩემს ნომერს გებულობენ. ტელეფონის გარეშე ცხოვრება კი დღეს არ შეიძლება. ამ გოგონების გამო მრცხვენია.

იყო ერთი თაყვანისმცემელი გოგონა, რომელიც ღიად ცდილობდა ჩემ შებმას. ამან შოკში ჩამაგდო. ის ჩემს ნომერს ითხოვდა, მე კიდევ არასწორი ნომერი მივეცი, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა.

ვცდილობ, დავემალო თაყვანისმცემლებს. დაქორწინებული ვარ და ჩემი ცოლი საკმარისია ჩემთვის.
მიყვარს სიმშვიდე და ზუსტად ასეთი ცხოვრების წესი მომწონს", - თქვა ტურემ.

შეგახსენებთ, რომ ტურემ ინგლისის პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია 101greatgoals-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი კაცი ხარ ტურე!
ოხ ეს ატეხილი ინგლისელი ძროხები..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული